გაგრა ღირსეულად გამოვარდა

საქართველო 22-ივლ, 12:389 Sportnews 1914


გუშინ შემდეგ ეტაფზე ორი ქართული გუნდი "დინამო" და "მეტალურგი" გავიდა , სამწუხაროდ შემდეგ ეტაფზე ვერ გავიგა "გაგრა" , მაგრამ მიუხედავად ამის , ამ გუნდის მიერ გუშინდელ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა.

ქართველი გულშემატკივარი მოველოდით "დინამოს" კარგ თამაშს და "მეტალურგის" შემდეგ ეტაფზე გასვლას , "გაგრასგან" კი ღირსეულ თამაშს ვითხოვდით , მაგრამ შეხვედრის მიმდევრობა ისე წარიმართა , რომ ყველა ჩვენგანი უკვე "გაგრას" შესაძლო გასვლაზე ვფიქრობდით , რადგან გუნდს, რომელსაც სამ ბურთიანი ჰანდიკაპი აქვს ამოსაქაჩი და პირველი ტაიმის შემდეგ 2-0 იგებს , სულაც არ არის გასაკვირი , რომ უკვე ამ გუნდის შემდეგ ეტაფზე გასვლაზე დაგვეწყო ფიქრი.

სამწუხაროდ "გაგრამ" მესამე გოლის გატანა ვერ შეძლო , მაგრამ შედეგი რაც დააფიქსირა "ანართოსისთან" 2-0 , ეს არის უდიდესი შედეგი , ეს არის ახალგაზრდული გუნდის და ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვება.

,გაგრამ" ისე დაიწყო, უკეთესს ვერ ვინეტრებდით. გაბედავა მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და ყველას რომ ეგონა, საჯარიმოში ჩააწოდებდა, პირდაპირ კოზაჩიკის კარში ჩაახვია ბურთი - 1:0.მე-40 წუთზე შარიქაძის ჩაწოდების შემდეგ გიორგი ტყეშელაშვილმა იბრძოლა, თავგანწირვის ხარჯზე მცველებს გაექცა და კოზაჩიკს შანსი არ დაუტოვა, თავად კი დაცემისას ხელი იტკინა. ქართველებმა მართლაც ღირსეული თამაში აჩვენეს , ახალგაზრდა გუნდისგან ამდენს არავინ მოველოდით , დარწმუნებული ვარ, რომ "გაგრას" წინ ამეზე მეტი და უკეთესი წარმატებები ელის.

გაგრა - ანორთოსისი 2:0 (2:0)

"გაგრა": სეფიაშვილი, ტყეშელაშვილი, ხუციძე (ციცხვაია, 78), კვანტალიანი, ნაკონეჩნი, ჯიშკარიანი, შარიქაძე, გაბედავა, კალანდაძე, ზვიად ჩხეტიანი, ორდინსკი.

მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი

"ანორთოსისი": კოზაჩიკი, ტომაშიჩი, ოკასი, ვუჩიჩევიჩი (ანდიჩი, 90), ლაბანი, ლეივაკაბესუ, რეზეკი, ლაბორდე (სიგლისი, 90), ჟანისიო, კოლინი, სპროკელი.

გოლები: 1:0 გაბედავა (7), 2:0 ტყეშელაშვილი (40)

გაფრთხილება: ჩხეტიანი(38), ტომაშიჩი (58), ლაბორდე (60), ხუციძე (69),
ხუციძე (75)


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 22 ივლისი 2011 12:42
ყოჩაღ გაგრას , აი ესაა , რომ ამტკიცებს მთავარი მონდომებააა , ამ ახალგზარდა ფეხბურთელებს ჯერ არანაირი გამოცდილება არ აქვს , მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთი საშუალო დონის კლუბზე ოდნავ მაღლა მდგარი 2-0 დაამარცცხეს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (166)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი