ზესტაფონი 1–1 შტურმი

საქართველო 28-ივლ, 00:219 slim4you 2453


ზესტაფონი მოედანზე თითქოს შეშინებული გამოვიდა, რა გასაკვირია შტურმის ავტორიტეტი ზესტაფონზე კი არა მსხვილ მსხვილ გუნდებზეც მოქმედებს.
თამაშის პირველი წუთები საკმაოდ არეული იყო, სავსე ორმხრივი შეცდომებითა და ემოციებით, შემდეგ კი ზესტაფონის ფანების დაუღალავმა და ომახიანმა შეძახილებმა და იქვე გეგუცაძის აქტიურმა მოქმედებამ თავისი ნაყოფი გამოიღო და ზესტაფონი უპირატესობას დაეუფლა, ზესტაფონის უპირატესობა კი ყველაზე მეტად შეტევის მარჯვება ფლანგს დაეტყო სადაც გუნდის კაპიტანი იმდენად კარგად ირჯებოდა რომ ყვითელი ბარათი მიაღებინა მეტოქე გუნდის მცველს, თუნცა ეს უპირატესობა და აქტიურობა გოლში არ გარდაისახა შეხვედრის პირველ ნახევარში.
მეორე ნახევარი კვლავ არეულად დაიწყო თუმცა სულ მცირე დროში ზესტაფონმა კვლავ იგდო უპირატესობა და პირველი ტაიმისგან შედარებით უფრო მკაცრი სიტყვა თქვა შეტევაში.

ნათელი იყო გეგუცაძეს სტრატეგია არავითარი ბურთის მაღლა აწევა, ყველა გადაცცემა დაბალ პას გულისმობდა, ამან კი საკმაოდ ბევრი შეტევა გააფუჭა მეორე ტაიმში.
იყო რამოდენი ძალიან სახიფათო მომენტი შტურმის კართან ჯერ ბურთი ძელს მოხვდა ერთი ორი მეკარემაც მოიგერია, ეტყობოდა რომ გოლი მწიფდებოდა.
შტურმის სულ ახალგაზრდა ფეხბურთელები ძალაინ სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდენ ზესტაფონს, ერთ–ერთ ასეთ კონტშეტევისას ბურთი ზესტაფონის ნახევარდაცვამ ჩაიგდო ხელში და შესანიშნავი პასით ნიკოლოზ გელაშვილი პირისპირ აღმოჩნდა მეკარესთან რომელმაც ბრწინვალე გოლით ანგარიში გახსნა, ზესტაფონი ეროვნულზე შეკრებილი ათასობით ქომაგის თვალწინ დაწინაურდა, შტურმა გონზე მოსვლა ვერ მოასწრო გელაშვილი მარცხენა ფლანგიდან კიდევ ერთხელ გაიჭრა საგოლე პოზიციაზე მეკარესაც შესანიშნავად აუარა გვერდი თუმცა საბოლოო დარტყმა უხერხული მდგომარეობიდან საკმაოდ ცუდად შეასრულა.

ჩვენდა საუბედუროდ ამოქმედდა ფეხბურთის დაუწერელი კანონი, ვერ გაიტან გაგიტანენ და ფაქტიუროდ საპასუხე შეტევაზვევე შტურმის თავდამსხმელი ერთიერთზე აღმოჩნდა მეკარესთან და შეხვედრაში ერთადერთ რეალურ შანით ანგარიში გაათანაბრა, ამის მერე კი ძალებ დაცლილი და იმედგაცრუებული ზესტაფონი მეორე ნომრად იქცა შტურმი უტრევდა თუმცა ვეღარაფერს ახერხებდა ზესტაფონი ბოლო ძალებს არ იშურებდა მაგრამ იმ დღეს მათი დღე არ იყო შეხვედრა 1:1 დასრულდა და ზესტაფონმა თავი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდო საპასუხო შეხვედრის წინ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
CESC FABREGAS 29 ივლისი 2011 10:13
8 8



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (134)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი