დინამო რთული მატჩის მოლოდინში

საქართველო 28-ივლ, 13:369 Sportnews 2642


დინამო" ისლანდიაში ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, სტამბოლისა და ლონდონის გავლით ჩავიდა. რეიკიავიკში ქართველებს ცივი ამინდი დახვდათ - იქ მხოლოდ 12 გრადუსია, რაც ისლანდიისთვის ჩვეული ამბავია.

ალექს გარსიას გუნდი სასტუმრო "გრანდ ოტელ რეიკიავიკში" დაბინავდა და გუშინვე ადგილობრივი დროით 19 საათსა და 15 წუთზე ივარჯიშა სტადიონ "ვიოლურზე", სადაც დღევანდელი შეხვედრა გაიმართება. სხვათა შორის, "ვიოლური" სულ რაღაც 6 ათას მაყურებელს იტევს. "დინამოს" ესპანელმა თავკაცმა პრესკონფერენციაც გამართა.

ვარჯიშში 18-ივე ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, რეიკიავიკში წასულთაგან ყველა ჯანმრთელადაა. შეგახსენებთ, გარსიამ "რეიკიავიკთან" პირველი მატჩისთვის ეს ფეხბურთელები შეარჩია:

მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი ნადირაძე;
მცველები: დავით ოდიკაძე, გულვერდ თომაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, ირჟი ჰომოლა;
ნახევარმცველები: ალექსანდრე კოშკაძე, ნიკა კვეკვესკირი, ჩისკო, გიორგი თექთურმანიძე, ჯაბა ჯიღაური, ირაკლი ლექვთაძე, ნიკა ფირცხალავა, გოგა ბერაია, კოტო;
თავდამსხმელები: გიორგი კახელიშვილი, რობერტინიო, იაგუე.

ამჯერად დისკვალიფიცირებული არავინ გვყავს, მაგრამ ტრავმების გამო ლევან კაკუბავა, ლევან ხმალაძე და შოთა კაშია დაგვაკლდებიან.

"რეიკიავიკი"-"დინამო" ევროლიგის დღევანდელი მატჩებიდან ყველაზე გვიან, თბილისის დროით 23 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. თამაშს დანიელი კენ ჰანსენი განსჯის.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Richie 28 ივლისი 2011 14:27
Mr.Black And White,
იანვარში რო ვითრიეთ რომელიღაც ჩეხური გუნდიდან
Mr.Black And White 28 ივლისი 2011 14:20
ჰომოლა ვინაა?
rezi77777 28 ივლისი 2011 14:08
RichIe_blacKburen,
მაგ შემადგენლობიდა ჰომოლა არ მომწონს დანარჩენი ჩემთვის მისაღებია
Richie 28 ივლისი 2011 14:01
ლორია, ოდიკაძე, თომაშვილი, რეხვიაშვილი, ჰომოლა, კოშკაძე, კვეკვესკირი, ჩისკო, კოტო, რობერტინიო, იაგუე
Sportnews 28 ივლისი 2011 13:46
ჩისკო ჩვენი მთავარი იმედი , მიდით ბიჭებო დაწერეთ აქ კომენტარებში ვის რა შემადგენლობა გინდათ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
gvelesa 28 ივლისი 2011 13:38
ჰაა აბა ჩევნ ვიცით უნდა დავგლიჯოთ



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (165)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი