შეუჩერებელი დინამო და ფლეი ოფი!

საქართველო 29-ივლ, 02:189 Sportnews 2632


შეუჩერებელი "დინამო" , მხოლოდ ეს სიტყვები შემიძლია ვუწოდო ჩვენ თბილისის "დინამოს" , რომელმაც ბოლო ორ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა , ეს 9 გოლი არა ამხანაგურ ტურნირზე არამედ თვით ევროპის ლიგის მეორე და მესამე საკვალიპიკაციო ეტაფზე.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "დინამომ" გაინაღდა ევროპის ლიგის ფლეი ოფი , სტუმრად მიხწეული შედეგის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ "რეიკიავიკის" ყველაზე ოპტიმისტური გულშემატკივარიც ვერ იტყვის , რომ შეიძლება "დინამო" ფლეი ოფში ვერ გავიდეს.

დღევადელ შეხვედრას დასაწყისი ისეთი ჰქონდა, რომ ვერავინ წარმოიდგენდა , რომ დასასრული ესეთი ექნებოდა , "რეიკიავიკი" უკვე მეორე წუთზე დაწინაურდა , ამას მოჰყვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ძალის ხისკოს ყვითელი ბარათი , რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ იგი თბილისში გასამართ შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ეხლა , რომ შევხედოთ პირიქით კაია , რადგან იგი ფლე ოფში უკვე თავისუფლად ითამაშებს ყვითელის გარეშე . ამ დროისთვის "დინამო" მძიმე მდგომარეობაში იყო.

მაგრამ შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულებამდე 7 წუთი იყო დარჩენილი , როდესაც ქართველმა ფეხბურთელებმა მასპინძლების რბევა დაიწყეს , შეხვედრის 38-ე წუთზე გოლი კახელიშვილმა გაიტანა.

მეორე ტაიმის განახლებისას 5 წუთი იყო გასული , როდესაც ქართული გუნდი შეხვედრაში დაწინაურდა, გოლი ესპანელმა ლეგიონერმა იაგუმ გაიტანა , 2 ბურთის გატანამ დინამოს უკვე საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა.

თანამემამულეს 11 წუთში მხარი მეორე ესპანელმაც ხისკომაც აუღო და შეხვედრის 61-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გოლი გაიტანა. 3-1 წინ "დინამო" გავიდა , ასეთმა უპირატესობა უკვე სრულად გატეხა მასპინძლები და "დინამოს" ისღა დარჩენოდა საქმე ბოლომდე მიეყვანა, რაც გააკეტა კიდევაც.

შეცვლაზე 2 წუთით შემოსულმა ლეკვთაძემ , შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ქართველმა ფეხბურთელმა "რეიკიავიკს" მეოთხე გოლი გაუტანა და მის გუნდს ფლეი ოფი გაუნაღდა. 4 აგვისტოს გაიმართება განმეორებითი შეხვედრა, ამხელა უპირატესობის მიუხედავად ქართველი გულშემატკივარი მეორე შეხვედრაშიც ტრიუმს და გამარჯვებას მოელის , რომელიც ასე აკლია ქართულ ფეხბურთს და ბოლო დროს ნელ-ნელა ივსება.

რეიკიავიკი-დინამო 1:4 (1:1)

რეიკიავიკი: ჰალდორსონი, გ. სიგურდსონი, ოლაფსონი, ფრიდგეირსონი, ბ. სიგურდსონი (ე. ჯონსონი 65), ფინბოგასონი, ორნ ჰაუკსონი (გ. ჯონსონი 75), სნორასონი (იოსეპსონი 80), არნარსონი, გუნარსონი, ბალდვინსონი.

დინამო: ლორია, ჰომოლა, თომაშვილი, რეხვიაშვილი, კვეკვესკირი (ფირცხალავა 80), ჩისკო (ჯიღაური 70), ოდიკაძე, კახელიშვილი, კოშკაძე, იაგუე, კოტო (ლექვთაძე 65).

მწვრთნელი: ალექს გარსია.

გოლები: ბალდვინსონი (2), 1:1 კახელიშვილი (38), 1:2 იაგუე (50), ჩისკო (61, პენ), ლექვთაძე (67).

გაფრთხილებები: სიგურდსონი 33, არნარსონი 84, ოლაფსონი 90 – ჩისკო 23, რეხვიაშვილი 41, კვეკვესკირი 74.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 29 ივლისი 2011 11:33
gvelesa,
0-0 კია 3-0 რომც წავაგოთ მაინც ჩვენ გავდივართ , მაგრამ აქაც გაგვახარებენ ბიჭიბი
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
gvelesa 29 ივლისი 2011 11:17
ეხლა 0-0 რომ დამთავრდეს ჩვენ მაინც გვაწყობს მარა მჯერა დინამო კიდე გაუტანს და ჩვენ თავის გულშემატკივრებს თამაშის ყურების ხალის არ დაგვაკარგინებენ
CESC FABREGAS 29 ივლისი 2011 10:09
8 8 8
Sportnews 29 ივლისი 2011 02:20
4 ში რას ვიზამთ სტადიონზე , აე , სანამ ეს შეხვედრა დაიწყებოდ ა, ვნატრობდი ისეთი ანგარიშით მორჩეს , რომ მეორე შეხვედრაში საბრძოლველ განწყობაზე ვიყოთ თქო , მაგრამ არ მორჩა მასეტი ანგარიშით უფრო კარგი ანგარიშით მორჩა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (189)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი