ინფორმაცია ბელგიურ "ბრიუგეზე"

საქართველო 06-აგვ, 11:029 Sportnews 1887


როგორც მოგეხსენებათ ევროპის ლიგის ფლეი ოფში ქართული გუნდი "ზესტაფონი" ბელგიურ "ბრიუგეს" ხვდება , გთავაზობთ ინფორმაციას ქართული გუნდის მეტოქეზე.

დაარსდა 1891 წელს
სტადიონი: ”იან ბრეიდელი” (29 945 მაყურებელი)
ფერები: შავი, თეთრი
ტიტულები: ბელგიის 13-გზის ჩემპიონი (1919-20, 1972-73, 1975-76, 1976-77, 1977-78, 1979-80, 1987-88, 1989-90, 1991-92, 1995-96, 1997-98, 2002-03, 2004-05), ბელგიის თასის 10-გზის მფლობელი (1967-68, 1969-70, 1976-77, 1985-86, 1990-91, 1994-95, 1995-96, 2001-02, 2003-04, 2006-07), ბელგიის სუპერთასის 13-გზის მფლობელი (1980, 1986, 1988, 1990, 1991, 1992, 1994, 1996, 1998, 2002, 2003, 2004, 2005).

გუნდის თავკაცი ჰოლანდიელი ადრი კოსტერი გახლავთ, რომელსაც სხვადასხვა დროს ”ვილემ ცვეისთან”, ”როდასთან”, ”ექსელსიორთან” და ამსტერდამის ”აიაქსთან” უმუშავია. გუნდის ღირსებას, ბელგიელ ფეხბურთელებთან ერთად, ნორვეგიელი, შვედი, დანიელი, ებრაელი, მაროკოელი, ესპანელი, ნიგერიელი, ჰოლანდიელი და სერბი ლეგიონერები იცავენ.

რაც შეეხება ევროპის ლიგის წლევანდელ გათამაშებას, ბელგიელები ტურნირში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვნენ და აზერბაიჯანულ ”ყარაბახს” დაუპირისდნენ. ბელგიურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების ბედი ბრიუგეში გამართულმა პირველმა შეხვედრამ გადაწყვიტა - მასპინძლებმა მეტოქე 4-1 დაამარცხეს. საპასუხო შეხვედრა ”ყარაბახმა” 1-0 მოიგო, თუმცა ევროპის ლიგის საგზური ”ბრიუგემ” დაისაკუთრა.

”ზესტაფონისა” და ”ბრიუგეს” ”დუელის” პირველ შეხვედრას ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი 18 აგვისტოს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი 25 აგვისტოს ”იან ბრეიდელზე” გაიმართება .






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sir Gio 6 აგვისტო 2011 17:01
მაგათმა აქ უგზოუკლოდ დაკარგულ შტურმს ვერ მოუგეს და ბრიუგეს მოუგებენ, ჩვენტვის დიდი სიხარულია რო აქმდე მივედით და მაგათვის ეს უკვე კულტურად იქცა სულ ვერო თასებზე არიან.

მიდი ზესტა გამოასწორე შენი შეცდომები შტურმდან რო დაუსვი და გახვალ.



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2020 (16)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)