საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი – I ტურის მიმოხილვა

საქართველო 08-აგვ, 16:269 Sportnews 10101


6 აგვისტოს, საქართველოს 23–ე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. მოგეხსენებათ, წლევანდელი სეზონი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება; უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი თამაშობს.


ჩემპიონატის პირველი ტურის პირველი მატჩი მცხეთაში, „ვიტ ჯორჯიას“ განახლებულ სტადიონზე გაიმართა, სადაც ვეტერინარებმა უმაღლეს ლიგაში წელს აღზევებულ გორის „დილას“ უმასპინძლეს.


სასტარტო მატჩმა აშკარად გაამართლა. 90 წუთის განმავლობაში, მაყურებელმა სწრაფი, შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთი და შვიდი გოლი იხილა. დაძაბულ ბრძოლაში, მატჩის უკანასკნელ წუთებზე კონცენტრირება ვიტელებმა მოახერხეს და 4:3 იმარჯვეს.


სტატისტიკით დაინტერესებულებს, აქვე მცირე ინფორმაციასაც მოგაწვდით: 23–ე ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო მატჩში, ყველა სტატისტიკურ მონაცემში პირველები „ვიტ ჯორჯიელები“ აღმოჩნდნენ.


2011–12 წლების სეზონის პირველი გოლი ვიტელმა გიგა ჯუღელმა მატჩის მე–40 წუთზე გაიტანა.


პირველი ყვითელი ბარათი „ვიტ ჯორჯიას“ კაპიტანმა – გიორგი ჯანელიძემ, მე–11 წუთზე მიიღო.


პირველი შეცვლა თამაშში ვეტერინართა მთავარმა მწვრთნელმა განახორციელა 46–ე წუთზე, როცა მოედანზე ჯუღელის ნაცვლად გიორგი ვაშაკიძე შეუშვა.


ვიტ ჯორჯია – დილა 4:3 (1:1)


მცხეთა, სტადიონი „მცხეთა პარკი“


ვიტ ჯორჯია: მიქაბერიძე, ხურცილავა, კასრაძე, ადამაძე, ღანიაშვილი, ვასაძე (გიორგი გურეშიძე 84), გურამ გურეშიძე, კორიფაძე, ჯანელიძე (კაპ), ჯუღელი (ვაშაკიძე 46), ჩიმაკაძე (სიხარულიძე 55)


მთ.მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე


დილა: მერლანი, ლომიძე, ქარქუზაშვილი (კაპ), მაჭავარიანი, შათირიშვილი, ჯოჯუა, სტეფნიაშვილი (მურადაშვილი 68), ნ.ნოზაძე, რაჟამაშვილი, დ.ჩაგელიშვილი (ახალკაცი 57), თოდუა (გოგინაშვილი 65)


მთ.მწვრთნელი: გია ცეცაძე


გოლები: ჯუღელი (40), ნ.ნოზაძე (44, 69), ჯანელიძე (50 პენ), ახალკაცი (70), კასრაძე (77), კორიფაძე (90+3)


გაფრთხილება: ჯანელიძე, ადამაძე, შათირიშვილი, ღანიაშვილი, ჯოჯუა, გურამ გურეშიძე


მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე  


 


7 აგვისტოს კი, პირველი ტურის დარჩენილი ხუთი მატჩი გაიმართა. საკუთარი მოედნის უქონლობის გამო, ცხინვალის „სპარტაკმა“ თბილისის „დინამოს“ სფფ–ის ტექნიკური ცენტრის, „ბასას“ მოედანზე უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. წვიმაში და სველ მოედანზე, „ბასაზე“ თავმოყრილმა მცირე პუბლიკამ მაინცდამაინც სანახაობრივი ფეხბურთი ვერ იხილა. პირველი ტაიმის საწყის წუთებზე განხორციელებული სწრაფი და შედეგიანი იერიშების შემდეგ, „დინამო“ მოეშვა. გარსიას ფეხბურთელებმა მეტოქეს ჯერ ანგარიშის შემცირების საშუალება მისცეს; მეორე ტაიმში კი, სათამაშო უპირატესობა თითქმის დაუთმეს და რომ არა გიორგი ლორიას ტრადიციულად კარგი თამაში და პლიუს იღბალი, „სპარტაკს“ ეს შეხვედრა ფრედ უნდა დაესრულებინა. საკუთარი გუნდის თამაშით გამოწვეული უკმაყოფილება, თბილისელთა ესპანელ დამრიგებელს არც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე დაუმალავს. აქვე გეტყვით, რომ მატჩს „დინამოს“ საფლეიოფო მეტოქის – ბერძნული „აეკ“–ის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.


სპარტაკი – დინამო თბილისი 1:2 (1:2)


სფფ–ის ტექნიკური ცენტრი „ბასა“


სპარტაკი: ზარქუა, ფრიდოლინი, ალავიძე (ბურძენაძე 61), ტეტუნაშვილი, ციმაკურიძე, გ.კვარაცხელია (კაპ), შონია (მამუჩიშვილი 58), კილასონია, შალამბერიძე, მეტრეველი (ბუზალაძე 84), ჯიქია


მთ.მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია


დინამო: ლორია, თომაშვილი, კაკუბავა, ოდიკაძე (ჰომოლა 46), რეხვიაშვილი, კვეკვესკირი, კოშკაძე (კაპ), კახელიშვილი (რობერტინიო 75), ჩისკო, კოტო (ლექვთაძე 66), იაგუე


მთ.მწვრთნელი: ალექს გარსია


გოლები: კოტო (8), ჩისკო (25), შალამბერიძე (30)


გაფრთხილება: გ.კვარაცხელია, ოდიკაძე, ჯიქია, კვეკვესკირი, შალამბერიძე, ფრიდოლინი


მსაჯი: ლაშა სილაგავა


 


უმაღლეს ლიგაში წარმატებული დაბრუნება მოიწყო საქართველოს თასის მფლობელმა „გაგრამ“, რომელმაც წლევანდელი სეზონის დებიუტანტი – მარტვილის „მერანი“ დიდი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა.


გაგრა – მერანი (მარტვილი) 3:0 (1:0)


თბილისი, სტადიონი „მერანი“


გაგრა: სეფიაშვილი, ტყეშელაშვილი (კაპ), ჯიშკარიანი, ნაკონეჩნი, ხუციძე, კვანტალიანი, კალანდაძე (გაბუნია 72), შარიქაძე, ზ.ჩხეტიანი, სიჭინავა (ჭკუასელი 87), ორდინსკი (ჭოხონელიძე 84)


მთ.მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი


მერანი: შენგელია, ჟვანია, კაკუშაძე, იობაშვილი, სუხიაშვილი, ჯოელი (წოწორია 63), ე.გრიგალაშვილი, მანჩხავა, ჩალაძე (სამადაშვილი 54), ამბროლაძე, კუჭუხიძე (ტაპე 57)


მთ.მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია


გოლები: სიჭინავა (24), კვანტალიანი (47), ტყეშელაშვილი (59)


გაფრთხილება: კვანტალიანი, ჟვანია, ზ.ჩხეტიანი, ნაკონეჩნი


მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი


 


რუსთავში, სტადიონ „ფოლადზე“ უგოლოდ დაასრულეს შეხვედრა ადგილობრივმა „მეტალურგმა“ და ფოთის „კოლხეთმა“.


მეტალურგი – კოლხეთი 0:0


რუსთავი, სტადიონი „ფოლადი“


მეტალურგი: ბათიაშვილი, კვახაძე (კაპ), ორბელაძე, მახვილაძე, მაისურაძე, ჯაფარიძე (ქავთარაძე 68), გეწაძე, რაზმაძე, მიქაბერიძე (მურველაშვილი 68), მოდებაძე, ტატანაშვილი (პავლიაშვილი 46)


მთ.მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე


კოლხეთი: ნადირაშვილი, შავგულიძე, ცხვიტარია, ინწკირველი, ლემონჯავა, ლომაშვილი (გულუა 60), გვალია, ცხდაია, ჯანაშია, ციცხვაია (წიქარიშვილი 78), მდივნიშვილი (ქებაძე 54)


მთ.მწვრთნელი: სოსო ფილია


გაფრთხილება: გვალია


მსაჯი: ავთანდილ კრიჭაშვილი


 


ზუგდიდში, „ბაიამ“ ბოლნისის „სიონი“ მიიღო და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. პირველი ორი გოლი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა – ლუკა გუგუჩიამ და ირაკლი ქობალიამ გაიტანეს.


ბაია – სიონი 3:0 (2:0)


ზუგდიდი, სტადიონი „გულია თუთბერიძე“


ბაია: სომხიშვილი, აფაქიძე, შონია, ქვარცხავა (გერგედავა 69), გუგუჩია, სიხარულია (კუკავა 69), რიგვავა, ეხვაია, ქობალია, წურწუმია, ლომია (ახალაია 77)


მთ.მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი


სიონი: ლობჟანიძე, სვანიძე, თარგამაძე, ლ.ჩხეტიანი, ა.ალავიძე (ალფაიძე 40), გ.ოქროპირიძე (ნინიკაშვილი 86), გაბრიჩიძე, მ.ოქროპირიძე, უგრეხელიძე (ა.ნოზაძე 65), ისიანი, რეხვიაშვილი


მთ.მწვრთნელი: ვახტანგ ჩაგელიშვილი


გოლები: გუგუჩია (9), ქობალია (22), ლომია (73)


გაფრთხილება: სვანიძე, უგრეხელიძე


მსაჯი: მალხაზ ბეუქლიშვილი


 


პირველი ტურის ბოლო, ცენტრალური მატჩი კი, ქუთაისში, ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. განთქმულ იმერულ დერბიში „ტორპედომ“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და უეფას ევროპის ლიგის ფლეი–ოფის მონაწილეს – „ზესტაფონს“ უმასპინძლა.


შეხვედრამ მოლოდინი აშკარად გაამართლა. მატჩს უამრავი გულშემატკივარი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ახალ სეზონს ქუთაისი განახლებული მინდვრის საფარითა და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. თუმცა, პირველი შეხვედრა წარმატებული არ აღმოჩნდა ქუთათურთა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი კიკნაძისთვის, რადგან „ტორპედომ“ შეხვედრა 1:2 დათმო.


ქვეყნის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა – გია გეგუჩაძემ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა; თუმცა, ამას ზესტაფონელთა თამაშზე გავლენა არ მოუხდენია და გუნდმა მშვენიერი, ყველასათვის სასიამოვნოდ საცქერი ფეხბურთი აჩვენა.


თამაშიდან და შედეგიდან გამომდინარე, ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს, რომელიც, თუ გადაჭარბებული ნათქვამი არ გამოვა, თავისი კლასითა და გამოცდილებით აშკარად სხვებზე მაღლა დგას.


ტორპედო – ზესტაფონი 1:2 (0:2)


ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი


ტორპედო: მიგინეიშვილი, ფოფხაძე, ქემოკლიძე (ჩხარტიშვილი 64), თოდუა (კაპ), მანჩხავა, თარხნიშვილი, ჩიკვილაძე, ბოლქვაძე (საბანაძე 58), სეთურიძე, დოლიძე, გოცირიძე (მეგრელაძე 46)


მთ.მწვრთნელი: გიორგი კიკნაძე


ზესტაფონი: მამალაძე (კაპ), ღონღაძე, ონიანი, კობახიძე, ელიავა, გორგიაშვილი, ძარია (დაუშვილი 75), გრიგალაშვილი, ბაბუნაშვილი (აფციაური 55), დვალი, წინამძღვრიშვილი (ბენაშვილი 67)


მთ.მწვრთნელი: გია გეგუჩაძე


გოლები: წინამძღვრიშვილი (15), ელიავა (40), მეგრელაძე (78 პენ)


გაფრთხილება: გორგიაშვილი


გაძევება: დვალი (82)


მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია


საერთო ჯამში, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის ექვს მატჩში 19 გოლი გავიდა.


აქვე გეტყვით, რომ ტურის მატჩების დასრულებისთანავე, საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრები, ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად გაემგზავრნენ. გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, კახაბერ ალადაშვილი და შოთა გრიგალაშვილი ეროვნულ გუნდს პოლონეთში შეუერთდებიან.


თორნიკე ზარქუა, ნიკა აფაქიძე, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, ლაშა კალანდაძე, თორნიკე თარხნიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი ხუციძე, გივი იოსელიანი, ჯამბულ ჯიღაური, ლუკა გუგუჩია, ზვიად სიხარულია და ირაკლი ქობალია კი, ოთარ გაბელიასთან ერთად, მოლდოვაში გაემგზავრნენ.  




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
berdia212 8 აგვისტო 2011 20:21
ძაან მოხარული ვარ ესეთი ჩემპიონატით,წუხელ ვუყურე ტორპედოსა და ზესტაფონის თამაშ და ზაან მომეწონა.ჩვენი ჩემპიონატი წინ მიდის 16
admin 8 აგვისტო 2011 16:42
უნდა დაბრუნდეს ვისაც ქართული სპორტი უყვარს, ყველანი ვალდებულები ვართ
Sportnews 8 აგვისტო 2011 16:28
პირველი ტური ძალიან კარგი სანახავი გამოდგა , საშულოად შეხვედრაში 3 გოლი გავიდა , რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია , თუ ესე გაგრძელდა მთელი სეზონი ხალხი დაბრუნდება სტადიონზე 8
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი