<<>>

ზურაბ პოლოლიკაშვილი პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვებს პასუხობდა

საქართველო 08-აგვ, 22:089 Sportnews 1751


დღეს ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში "დინამოს" ახალი ფეხბურთელის,მიკელ ავაროს პრეზენტაცია შედგა.
სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციას ჟურნალისტთა საკმაოდ დიდი ნაწილი დაესწრო და უამრავი კითხვა დაისვა,რომელსაც გუნდის მმართველმა დირექტორმა,ზურაბ პოლოლიკაშვილმა უპასუხა.

"იმედი მაქვს,მიკელ ალვაროც ისევე სწრაფად გაივლის ადაპტაციის პერიოდს ჩვენს გუნდში,როგორც ეს გუნდის სამწვრთნელო შტაბმა და ახალწვეულმა ფეხბურთელებმა გაიარეს.აქცენტს მაღალი კლასის ფეხბურთელების შეძენაზე ვაკეთებთ. ალვარო ტექნიკური და შემტევი ნახევარმცველია. იმედია, ფლეი ოფში დაგვეხმარება – ეს უკვე ალექს გარსიას გადასაწყვეტია,თუ რა დოზით ითამაშებს იგი" – აღნიშნა პოლილიკაშვილმა.

ამის შემდეგ მან ჟურნალისტთა დასმულ კითხვებს გასცა პასუხი:

– გუნდის გაძლიერებაზე აქცენტის გაკეთება კარგია,თუმცა ბოლო შეხვედრებში გამოჩნდა,რომ დაცვაში დიდი პრობლემები აქვს "დინამოს",ხომ არ აპირებთ ამ ამპლუის ფეხბურთელის დამატებას?

– უკანასკნელ შეხვედრებში ჩვენ მხოლოდ ოთხი გოლი გავუშვით და ერთი შეხვედრით შეიძლება ვიღაცამ თქვას,რომ დიდებულად გვაქვს უკანა ხაზში საქმე,თუმცა გეთანხმებით... არსებობს პრობლემები და ამას ჩვენც ვხვდებით.გუნდი შენების პროცესშია,ვხვდებით,რომ ერთ წელიწადში წარმატებული გუნდის აშენება ფაქტობრივად უტოპიაა.ექსპერიმენტებს მოვერიდეთ და გადავწყვიტეთ, თამაში ამ შემადგენლობით გაგვეგრძელებინა. ალექს გარსიამ მიზანშეწონილად შუახაზის გაძლიერება მიიჩნია.

– "რეიკიავიკთან" გამართული შეხვედრის წინ და შემდეგაც კვლავ აქტუალური იყო მოედნის მდგომარეობა.იგეგმება თუ არა საფრის შეცვლა?

– დასამალი არ არის და არც ჩვენ გვაკმაყოფილებს სტადიონის მდგომარეობა.საფარი თითქმის ყოველი თამაშიდან თამაშამდე უარესდება.ამ ყველაფერს ბუნებრივი პირობებიც უწყობს ხელს.ჩვენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვმართავთ ქალაქის მერიასთან და ეღტიანი ძალებით შევეცდებით,რომ საფარი ოპტიმალურთან ახლოს მყოფ მდგომარეობასთან მაინც მივიყვანოთ.იმედი მაქვს "აეკთან" პლეი–ოფის შეხვედრის წინ ოდნავ უკეთესი პირობები იქნება ამ ხრივ.
ჩვენ თავიდანვე გვსურდა სტადიონის საფარზე მუშაობა,თუმცა საფარის შეცვლას მინიმუმ თვენახევრით სტადიონის დაკეტვა სჭირდებოდა,ამდენი დრო კი ნამდვილად არ იყო.ეგ კი არადა გუნდმა წელს მხოლოდ ორი კვირით დაისვენა... ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფაქტობრივად პირდაპირ ევროპაზე მოგვიწია თამაში.

– როგორ გადაწდება სანდრო იაშვილის, ვახტანგ ფანცხავასა და ლადო ახალაიას ბედი?

– ეს ფეხბურთელები გუნდმა გამოსაცდელი დროით დაიმატა.ექვსი თვის მანძილზე მათ თითქმის ყველაფერი თავიდან უნდა დაემტკიცებინათ,მათ მთელი ის გამოცდილება უნდა ჩაედოთ გუნდში თავის დასამკვიდრებლად,რაც კარიერის მანძილზე დააგროვეს.ამ ფეხბურთელებმა კლუბში შექმნილ ძლიერ კონკურენციას ვერგაუძლეს,თუმცა მატ კიდევ მიეცემათ შანსი ერთი–ორი თვის მანძილზე.

– ხალხში არაერთგვაროვანი განცდებია,როდესაც "დინამო" ახალ ფეხბურთელს იმატებს...

– გასაგებია,ყველას ჰგონია,რომ თუ გუნდმა წარმატებას ვერ მიაღწია ამ სეზონში ყველას გაუშვებს და ხელს ჩაიქნევს ხელმძღვანელობა,თუმცა მერწმუნეთ ეს ასე ნამდვილად არ არის.ჩვენ გუნდში მოსვლის პირველივე დღიდან აღვნიშნეთ,რომ "დინამოს" წარამტებული სვლა,მრავალწლიან და ხანგრძლივ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული.ჩვენ არ ვფიქრობთ დღევანდელზე,მეტიც ახლავე გეტყვით... ჩვენ მომდევნო წლის ზაფხულზე ვფიქრობთ,გვსურს "დინამო" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე წარმოჩნდეს და იმ დიდ ევროპულ საფეხბურთო კლუბთა მარაქაში გაერიოს,რომელშიც ერთ დროს საკმაოდ ამბიციური და კერკეტი გუნდის სახელით იყო ცნობილი.

– "დინამოს" აკადემია როდიდან დაიწყებს სრული დატვირთვის ფუნქციონირებას?

– ჩვენ სამი განსხვავებული ვარიანტი გვაქვს და მოლაპარაკება მიმდინარეობს. “დინამოს” აკადემიაში უკვე ვარჯიშობს 9 ასაკობრივი ჯგუფი. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ბავშვებს წვრთნა სხვადასხვა მოედნებზე უწევთ, რომლებიც ნაქირავი გვაქვს,გვუსრს მათ ერთ მოედანზე მოვუყაროთ თავი,რათა უფრო გამრტივდეს მუშაობა მომავალ თაობასთან.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (57)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (652)
სიტი-რეალი