<<>>

ჯვაროსნებში კვლავ ცვლილებებია

საქართველო 08-აგვ, 22:159 Sportnews 2516


საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები დღეს გამთენიას გაფრინდნენ ტესტ–მატჩების სათამაშოდ. ქეცბაიამ პოლონეთს მიაშურა, ხოლო გაბელიამ მოლდოვისკენ აიღო გეზი.

ახალგაზრდული ნაკრები კიშინიოვში ჩასვლისთანავე მოლდოვის ნაკრების ბაზაზე დაბინავდა და პირველი ვარჯიშიც ამ საღამოს, იქვე, საწვრთნელი ბაზის მოედანზე გამართა.

გუნდში მშვიდი და კარგი განწყობაა. ნაკრებს მხოლოდ იტალიური „ემპოლის“ თავდამსხმელი – ლევან მჭედლიძე გამოაკლდა, რომელიც ფეხს იტკიებს და ნაკრების მწვრთნელმა მისი დასვენება გადაწყვიტა. ხვალ, ოთარ გაბელია გუნდს ისევ ბაზაზე ავარჯიშებს და მხოლოდ თამაშის წინ მიაშურებს სტადიონს.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ქეცბაიას განკარგულებაში ფეხბურთელების სრული შემადგენლობა ხვალ დილით იქნება. თუმცა, ეროვნულის თავკაცმა ცვლილებები მაინც ვერ აიცილა თავიდან. გუნდს ვერ შეუერთდებიან ნუკრი რევიშვილი და ჯანო ანანიძე, რომლებსაც სავიზო პრობლემები შეექმნათ და ეს გაუგებრობა იმ დროს გახდა ცნობილი, როცა სიტუაციის გამოსასწორებლად დრო საერთოდ აღარ იყო. ქეცბაიამ რევიშვილის ნაცვლად სასწრაფოდ უხმო „ზესტაფონის“ მეკარეს – ზურაბ მამალაძეს, რომელიც პოლონეთში ამაღამ გაფრინდება.

სფფ–ის პრესსამსახურის ხელმძღვანელის – ლაშა დვალიშვილის თქმით, რომელიც გუნდს თან ახლავს, „ჯვაროსნები“ ოთხვარსკვლავიან სასტუმრო „კუბუსში“ ცხოვრობენ. ამ სასტუმროში ბინადრობს პოლონელთა ეროვნული ნაკრებიც.

დღეს, მოგვიანებით ქეცბაია ფეხბურთელებს ლეგნიცას სტადიონზე ავარჯიშებს. ხვალ კი, როცა „ჯვაროსნები“ სრული შემადგენლობით შეიკრიბებიან, ვროცლავის „დიალოგ არენაზე“ გადაინაცვლებენ და იქ გამართავენ მატჩისწინა ვარჯიშს.

სფფ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდთან საუბარში, ლაშა დვალიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივ მედიას არანაირი ყურადღება არ გამოუმჟღავნებია სტუმრების მიმართ და შესაბამისად, არც ქეცბაია და არც ფეხბურთელები ჟურნალისტებს არ შეხვედრიან.

მეკარეები: გიორგი ლორია (“დინამო”), ზურაბ მამალაძე (“ზესტაფონი”);

მცველები: კახა კალაძე (“ჯენოა”, იტალია), უჩა ლობჟანიძე (“კრივბასი”, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (“გაზ მეთანი”, რუმინეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (“კრასნოდარი”, რუსეთი), გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია), გია გრიგალავა (“ვოლგა”, რუსეთი);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (“ზესტაფონი”), ჯაბა კანკავა (“კრივბასი”, უკრაინა), ლევან კობიაშვილი (“ჰერტა”, გერმანია), დავით კვირკველია (“პანიონიოსი”, საბერძნეთი), ალექსანდრე გურული (“კარპატი”, უკრაინა), ირაკლი მაისურაძე (“მეტალურგი”);

თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი (“კარლსრუე”, გერმანია), დავით თარგამაძე (“ოლექსანდრია”, უკრაინა), ვლადიმერ დვალიშვილი (“მაკაბი”, ჰაიფა, ისრაელი), მათე ვაწაძე (“ვოლგა”, რუსეთი), ოთარ მარცვალაძე (“კრასნოდარი”, რუსეთი).


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 9 აგვისტო 2011 00:46
admin,
ჯანოს რა უჭირს სავიზო პრობლემები შეექმნა და არაუშვარს ამხანაგურისთვის , აი ყენიაზე რა გითხრა , წეისთ ოქტომბერში უნდა დაბრუნდეს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 8 აგვისტო 2011 23:48
ჯანო და ყენია მაინც არ ჩანს აუ რა გახდა რა ამ ორი ბავშვის მოღჩენა უკვე ნერვები მეჯმება ბლაიდ



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (87)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი