<<>>

საქართველოს ნაკრები პოლონეთშია

საქართველო 09-აგვ, 15:459 Sportnews 4504


საქართველოს ეროვნული ნაკრები განაგრძობს მზადებას პოლონეთის წინააღმდეგ გასამართ ამხანაგური შეხვედრისთვის. ეროვნული ნაკრები უკვე პოლონეთში იმყოფება.

გუშინ 21:00 საათზე ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი ვარჯიში ჩაატარეს. ვარჯიშმა ზედმეტი დატვირთების გარეშე ჩაიარა. ვარჯიში 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გუშინდელ ვარჯიშზე საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით იყო. გუშინ 18-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა. გუნდს აკლდა "ზესტაფონის" მეკარე ზურაბ მამალაძე, რომელიც ნუკრი რევიშვილის ნაცვლად იქნა ნაკრებში გამოძახებული.

დღეს ეროვნული ნაკრები უკვე სრული შემადგენლობით ივარჯიშებს. შეხევდრა ხვალ საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს. აქვე იხილეთ, საბოლოო 19 ფეხბურთელი , რომელიც საქართველოს ნაკრების განაცხადში იქნებიან ხვალინდელი შეხვედრისთვის.

მეკარეები: გიორგი ლორია (“დინამო”), ზურაბ მამალაძე (“ზესტაფონი”);

მცველები: კახა კალაძე (“ჯენოა”, იტალია), უჩა ლობჟანიძე (“კრივბასი”, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (“გაზ მეთანი”, რუმინეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (“კრასნოდარი”, რუსეთი), გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია), გია გრიგალავა (“ვოლგა”, რუსეთი), კახა ალადაშვილი ("ზესტაფონი");

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (“ზესტაფონი”), ჯაბა კანკავა (“კრივბასი”, უკრაინა), ლევან კობიაშვილი (“ჰერტა”, გერმანია), დავით კვირკველია (“პანიონიოსი”, საბერძნეთი), ალექსანდრე გურული (“კარპატი”, უკრაინა), შოთა გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), დავით თარგამაძე (“ოლექსანდრია”, უკრაინა);

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (“მაკაბი”, ჰაიფა, ისრაელი), მათე ვაწაძე (“ვოლგა”, რუსეთი), ოთარ მარცვალაძე (“კრასნოდარი”, რუსეთი).


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:












მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Richie 9 აგვისტო 2011 22:48
ნეტა მარცვალაძემ გაიტანოს : )))
admin 9 აგვისტო 2011 19:17
მიდით ბიჭებო მიდით მიაწექით რეიტინგში წინსვლა გვინდა უეჭველი შემდეგი ევრპის კენჭისყრამდე



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (91)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი