პოლონეთი1-0საქართველო

საქართველო 11-აგვ, 00:419 Sportnews 10307


დღეს საქართველოს ნაკრები პოლონეთის ნაკრებს ამახანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. შეხვედრა საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ ტრანსლიაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

საქართველოს ნაკრები ფიფა-კოკაკოლას რეიტინგში 57-ე ადგილზე იმყოფება, ჩვენი ნაკრების დღევანდელი მეტოქე პოლონეთი კი 69-ე ადგილზე. საქართველოს ნაკრებს კაი შანსია აქვს მოგების შემთხვევაში კიდევ უფრო გაიმჯუბესოს რეიტინგი.

ბოლო ხუთი შეხვედრა

საქართველო:
სლოვენია 1:2 საქართველო (ამხ.)
სომხეთი 1:2 საქართველო (ამხ.)
საქართველო 1:0 ხორვატია (ევრ.)
ისრაელი 1:0 საქართველო (ევრ.)
ხორვატია 2:1 საქართველო (ევრ.)

პოლონეთი:
პოლონეთი 1:0 ნორვეგია (ამხ.)
ლიტვა 2:0 პოლონეთი (ამხ.)
საბერძნეთი 0:0 პოლონეთი (ამხ.)
პოლონეთი 2:1 არგენტინა (ამხ.)
პოლონეთი 0:1 საფრანგეთი (ამხ.)

გუნდების განაცხადი

საქართველოს ნაკრებს დღევანდელი შეხვედრისთვის დააკლდება რამდენიმე ფეხბურთელი , რომლებიც სავიზო პრობლემების გამო ვერ გაემგზავრნენ პოლონეთში.

საქართველოს ნაკრები:

მეკარეები: გიორგი ლორია (“დინამო”), ზურაბ მამალაძე (“ზესტაფონი”);
მცველები: კახა კალაძე (“ჯენოა”, იტალია), უჩა ლობჟანიძე (“კრივბასი”, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (“გაზ მეთანი”, რუმინეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (“კრასნოდარი”, რუსეთი), გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია), გია გრიგალავა (“ვოლგა”, რუსეთი), კახა ალადაშვილი (“ზესტაფონი”);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, შოთა გრიგალაშვილი (ორივე – “ზესტაფონი”), ლევან კობიაშვილი (“ჰერტა”, გერმანია), ჯაბა კანკავა (“კრივბასი”, უკრაინა), დავით კვირკველია (“პანიონიოსი”, საბერძნეთი), ალექსანდრე გურული (“კარპატი”, უკრაინა), დავით თარგამაძე (“ოლექსანდრია”, უკრაინა);
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (“მაქაბი” ჰაიფა, ისრაელი), მათე ვაწაძე (“ვოლგა”, რუსეთი), ოთარ მარცვალაძე (“კრასნოდარი”, რუსეთი).

პოლონეთის ნაკრები:

მეკარეები: ვოიცეხ შჩესნი (“არსენალი”, ინგლისი), გჟეგოჟ სანდომიერსკი (“იაგელონია”);
მცველები: ტომაშ იოდლოვიცი (“პოლონია”), არკადიუშ გლოვაცკი (“ტრაბზონსფორი”, თურქეთი), გჟეგოჟ ვოიტკოვიაკი, ჰუბერტ ვოლაკევიჩი (ორივე – “ლეხი”), იაკუბ ვავრინიაკი, იაკუბ რჟეჟნიჩაკი (ორივე – “ლეგია”);
ნახევარმცველები: ადამ მატიშეკი, სლავომირ პეშკო (ორივე – “კიოლნი”, გერმანია), დარიუშ დუდკა (“ოსერი”, საფრანგეთი), ლუდოვიკ ობრანიაკი (“ლილი”, საფრანგეთი), ეუგენ პოლანსკი (“მაინცი”, გერმანია), იაკუბ ბლაშიკოვსკი (“დორტმუნდი”, გერმანია), ადრიან მეირჟეჩევსკი (“ტრაბზონსფორი”, თურქეთი), რაფალ მურავსკი (“ლეხი”), შიმონ პავლოვსკი (“ზაგლებიე”), მაცეი რიბუსი (“ლეგია”);
თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (“დორტმუნდი”, გერმანია), პაველ ბროჟეკი (“ტრაბზონსფორი”, თურქეთი).

P.S. მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ შეხვედრისთვის და მინდა გთხოვოთ, რომ კომენტარებში ყველამ დააფიქსიროთ საკუთარი აზრი და დაწეროთ თუ რა შემადგენლობით გგონიათ, რომ ითამაშებს ჩვენი ეროვნული ნაკრები.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 11 აგვისტო 2011 01:06
ერთი რამ ჩემთვის უდავოა, დღეს ქეცბაია ნაკრებისთვის შეუცვლელია, და ეხლა უბრალოდ ისე დაემთხვა, რომ ნაკრებსაც ჩავარდნა აქვს და არც ფეხბურთელები არიან სასურველ ფორმაში , ეს სავიზო პრობლემებიც , ეხლა მთავარია ყველაფერი ისევ ესე გაგრძელდეს, ბრმა უნდა იყო ქართულ ფეხბურთში პროგრესი ვერ დაინახო და ყველაფერს ეშველება , ესეთი პროგრესი ჯერ არასდროს ყოფილა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Richie 11 აგვისტო 2011 01:01
რაულიტო

ან რა გაიზრდება ღმერთმა იცის wink
Sportnews 11 აგვისტო 2011 00:54
RichIe_blacKburen,
5 წუთში შეიძლება გააკეთოს მარა ერთი 20 წელი იმათ გაზრდას უნდა ველოდოთ კიდევ ? ? wink wink wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Richie 11 აგვისტო 2011 00:51
რაულიტო

გეთანხმები... საქართველოში ფეხბურთელი თუ არ არის ეს ხო არ გააკეთებს 5 წუთში wink
ქართველი... 11 აგვისტო 2011 00:43
ძაან მაგარი ნაკრებია = D მთელ თამაშში ყველაზე კარგად ლორიამ მოატყუა კაცი = D = D = D = D
Sportnews 11 აგვისტო 2011 00:43
FC Bayern München,
აი როგორი ასეთი? და სხვა რომ იყოს როგორ ისეთს ათამაშებს ეგ მითხარი , როცა მოედანზე არ გყავს ფეხბურთელი , რომელსაც დრიბლინგი , საჭირო დროს საჭირო ადგილზე გადაცემა არ შეუძლია

ციტატა: admin
მესამე მარცხია ნაკრების უკვე და დროა მგონი ქეცბაიას შემცვლელზე დავიწყონ ფიქრი!!!!ასე გაგრძლება აღარ შეიძლება


დიდი ხანია ხო 3 ჯერ ზედიზედ არ წაგვიგია , ვისი დამსახურებაა ნეტავ ეგ ?? გაიგეთ საქართველოს ნაკრებია ეს , შეხედეთ ორი წლის წინანდელი და ეხლანდელი შედეგი , ქართველებს ერთი დიდი სენი გვაქვს ყველაფერი ერთდათ გვინდა, გვინდა ეგრევე გავიდეთ ევროპაზე და მსოფლიოზე, მაგრამ არაა ეს ესე , აშაკარაა ნაკრების უდიდეს პროგრესი რაც ქეცბაია ნაკრების მწვრთნელი , ხო მეთანხმები მაგაში? აცადე კიდევ რამდენიმე წელი და სანამ პროგრესი იქნება არსად გასაშვები არაა , როდესაც უკვე რეგრესი დაიწყება მერე ვიფიქროთ შეცვლაზე, შენ რომ ქეცბაიას გაშვბეაზე ფიქრობ , ვინ უნდა მოვიდეს ამაზე უკეთესი? მოგენატრა ის დროს ჯგუფში გამარჯვება რომ არ გვქონდა ???

ქართველი...,
დინამოს ქართულ გუნდი ღა თუ ქვია საინტერესოა , და ესპანეთის ნაკრებს ეთამაშოს დინამო , დინამოს არაფერს ვერჩი და ძალიან მინდა უდიდეს წარმატებას მიახწიოს , მაგრამ გარსია , რომ იყოს მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების და ქეცბაია დინამოსი მაშინ ვინ მოუგებს მაგ კითხვაზე მიპასუხეთ რა?
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FC Bayern München 11 აგვისტო 2011 00:33
რაულიტო,
სირცხვილია ასე თამაში ძმა მეტი არაფერი..
Sportnews 11 აგვისტო 2011 00:32
კატეგორიულად არ გეთანხმებით რა დაუწუნეთ დღეს ქეცბაიას?? რა ეგ ეუბნება რომ არ ითამაშოთ შემტევი , არ შეუტიოთ და არ ურთტყათ კარებშიო?? ერთი მითხარით ერთი ფეხბურთელი მაინც ვინც რამე გააკეთა დღეს , ქეცბაიას ნაცვლად სხვა რომ იყოს რა ამაზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს რომლებსაც გამოიძახებს თუ თვითონ ითამაშებს ფეხბურთელების ნაცვლად ???/
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FC Bayern München 11 აგვისტო 2011 00:29
admin,
მე როდის ვამბობდი ქეცბაია მოსაშორებელია ნაკრებიდანთქო :დ სირცხვილია ესე თამაში..ესეც ხორვატია და ოფიციალური თამაში ხომ არ იკო :D:D ვაიმეე გული ამერია გეთანხმები მიშო ამათ ჩვენი დინამო მართლა მოუგებდა..ვაიმე ამათ პატრონს :D:D: და ესაა საქართველოს ეროვნული ნაკრები ? :D:D::D
admin 11 აგვისტო 2011 00:26
FC Bayern München,
მგონი პირველად გეთანხმები აზრზე არ იყვნენ ნამდვილად, და პოლონეთზე გავგიჯდი რა მდგომარეობიდანაც არ უნდა გაეკეტებინათ პასი ყველ პასი ფეხში იყო, და ყველა ფეხბურთელი ერთი შეხებით იჩერებდა ბურთს,
საღოლ ძმაო მართლა კარგი ნაკრები და დამსახურებულად მოიგეს ნამდვილად



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (160)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი