საქართველოს თასის გათამაშების წილი ნაყარია

საქართველო 11-აგვ, 21:219 Sportnews 1854


დღეს, 11 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო 8 უმაღლესი და 16 პირველი ლიგის კლუბმა.

რაც შეეხება დინამოს, ზესტაფონს, მეტალურგსა და გაგრას, ევროტურნირებში მონაწილე ეს ოთხეული გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაებმება.

კენჭისყრის დაწყებამდე, გათამაშებაში მონაწილე გუნდები ტერიოტორიული პრინციპით ორ ზონად დაიყო – აღმოსავლეთი და დასავლეთი.

აღმოსავლეთ ზონაში მოხვდნენ და 1/16 ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს შეხვდებიან:

სიონი (ბოლნისი) – ნორჩი დინამოელი (თბილისი)

აეტი (თბილისი) – დილა (გორი)

სპარტაკი (ცხინვალი) – ზოოვეტი (თბილისი)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სტუ (თბილისი)

ჩიხურა (საჩხერე) ლოკომოტივი (თბილისი)



დასავლეთი ზონა, 1/16 ფინალები:

სამტრედია (სამტრედია) – სულორი (ვანი)

დინამო (ბათუმი) – მერცხალი (ოზურგეთი)

ბაია (ზუგდიდი) – ჩხერიმელა (ხარაგაული)

ტორპედო (ქუთაისი) – მესხეთი (ახალციხე)

კოლხეთი (ხობი) – კოლხეთი (ფოთი)

გურია (ლანჩხუთი) – ჭიათურა (ჭიათურა)

მერანი (მარტვილი) – სქური (წალენჯიხა)

პირველი მატჩები 17 აგვისტოს გაიმართება. განმეორებითები კი, 13 და 14 სექტემბერს.

17 აგვისტოს გასამართი ყველა მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
liver8g 12 აგვისტო 2011 10:39
დილას კაი მეტოქე შეხვდა ...გადაუვლით :D ნუ ეხლა გორელი ვარ და დილა მაინტერესებს რათქმაუნდა



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (215)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი