ალექს გარსია: გულით უნდა გავიმარჯვოთ

საქართველო 25-აგვ, 10:319 Sportnews 2154


გუშინ ეროვნულ სტადიონზე პრესკონფერანცია გამართა თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ, ესპანელი მწვრთნელის განცხადებით "დინამომ" "აეკი" გულით უნდა დაამარცხოს.

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, დიდი იმედი გვაქვს გულშემატკივრის მხარდაჭერის. ჯერ სასტარტო შემადგენლობაში ვინ ითამაშებს არ გადამიწყვეტია. აეკ-იდან ხოსე კარლოსის მიმართ მოგვეთხოვება განსაკუთრებული ყურადღება. უშანსოდ არც ბურთის გაშვების შემთხვევაში ვიქნებით, ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჩემმა ბიჭებმა იციან, რომ ხვალ ისეთი თამაში გველის, სადაც მხოლოდ ფეხით კი არა გულითაც უნდა ითამაშო. ერთი შემიძლია ფეხბურთელების სახელით დანამდვილებით გითხრათ, ყველანი სულს დავტოვებთ გამარჯვებისთვის"–განაცხადა ალექს გარსიამ.

"დინამო"–"აეკის" შეხვედრა დღეს 21:00 საათზე დაიწყება, შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "აეკის" გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ასე, რომ დღეს აუცილებელია სასურველი ანგარიშით გამარჯვება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Richie 25 აგვისტო 2011 13:59
შენ გენაცვალე ალექს



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (97)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი