ოთარ გაბელია: ვაჟკაცურად, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ

საქართველო 31-აგვ, 18:269 admin 2260


სასტუმრო „ბომონდ გარდენში“, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას გადის, გუნდის თავკაცის – ოთარ გაბელიას პრესკონფერენცია გაიმართა.

29 აგვისტოს, ნაკრები ჯერ კიდევ არ იყო სრულად შეკრებილი. ჩამოსასვლელები იყვნენ თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა ძალამიძე, საბა კვერკველია და ავთო ბრაჭული. ეს მოთამაშეები, 30 აგვისტოს უკვე გუნდთან ერთად იქნებიან და საღამოს ვარჯიშშიც მიიღებენ მონაწილეობას.

გაბელიამ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიჭები საბრძოლველად არიან შემართული და ტიტულოვან მეტოქესთან, მოედანზე სანტიმეტრსაც არ დათმობენ. რაც მთავარია, შიშის მომენტი საერთოდ არ აქვთ.

„თუ ისეთივე შემართებით გავლენ მოედანზე, როგორც ეს ხორვატიაში იყო, როცა ყველას თვალები ჰქონდა ანთებული და ვაჟკაცურად იბრძოდნენ, წარმატების მეტი შანსი გვექნება. საკმაოდ შემტევი შემადგენლობა გვყავს, ნიჭიერი ბიჭები არიან და მთავარია, ქებამ არ აწყინოთ და არ ჩათვალონ, რომ უკვე ყველაფერს მიაღწიეს. სინამდვილეში, მათთვის ყველაფერი ახლა იწყება.

ძალიან მეიმედება ქუთაისელების. მჯერა, კარგი გულშემატკივრობა იქნება და ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. თავიდან, ძალიან კი გვინდოდა ეროვნულ სტადიონზე გვეთამაშა, მაგრამ... რა მოხდებოდა, რამდენიმე დღით გვიან რომ დაეკეტათ?!

მადლობა ღმერთს, ყველა ჯანმრთელადაა. მჭედლიძეს კი აწუხებდა მიკროტრავმა, მაგრამ დავრწმუნდით, რომ საშიში არაფერია. დარჩენილი ოთხი ფეხბურთელიც რომ ჩამოვა, სრული დატვირთვით მოვემზადებით“ – განაცხადა ოთარ გაბელიამ.

21–წლამდელები საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკში“ ატარებენ ვარჯიშებს. 30 აგვისტოს, გაბელია გუნდს 17:30 საათზე ავარჯიშებს. 31 აგვისტოს კი, გუნდი ქუთაისში გაემგზავრება.

30 აგვისტოს ჩამოვა ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც პირველ ვარჯიშს „ზესტაფონის“ სტადიონზე გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი, 1 სექტემბერს, საღამოს 20:30 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები კი, 5 ლარი ღირს.

სფფ–ის პრესსამსახური


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
raul-madrid 1 სექტემბერი 2011 00:25
თუ ხალხი მივა ქუთაისში და ვუბალეშიკებთ მაშინ შეილება რამეზე ფიქრი.....მარა რუსებტან მატჩს ემტხვევა ხო მგონი?



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი