U 21 Preview: საქართველო- ესპანეთი

საქართველო 01-სექ, 12:079 Sportnews 4056


დღეს ჩვენ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა ელით, 21 წლამდელთან ნაკრები დღეს ქუთაისში თანატოლ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის შესარჩევის მეხუთე ჯგუფში იმყოფებიან, საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერია, პირველ ტურში სტუმრად ხორვატიაში შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ 3 ქულით ჯგუფში გალიდერდა, ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ჯერ შეხვედრა არ ჩაუტარებია. მათ ნული შეხვედრა აქვთ.

დღეს ოთარ გაბელიას განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე („ლე მანი“, საფრანგეთი), თორნიკე ზარქუა („სპარტაკი“, ცხინვალი)

მცველები: ნიკოლოზ აფაქიძე („ბაია“, ზუგდიდი), ლევან კაკუბავა („დინამო“ თბილისი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), ნიკოლოზ ჯიშკარიანი („გაგრა“, გაგრა), ივანე კანდელაკი („სკონტო“, ლატვია), ლაშა კალანდაძე („გაგრა“, გაგრა), ავთანდილ ბრაჭული („რუბინი“, რუსეთი)

ნახევარმცველები: გივი იოსელიანი („ტორპედო“, ქუთაისი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), თორნიკე თარხნიშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნიკა კვეკვესკირი („დინამო“ თბილისი), ზაქარია ბეგლარიშვილი („ფლორა“, ესტონეთი), ნიკა ძალამიძე („ვიძევი“, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („ილიჩევეცი“, უკრაინა)

თავდამსხმელები: ირაკლი შეყილაძე („ემპოლი“, იტალია), გიორგი ჭანტურია („ვიტესი“, ჰოლანდია), ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ირაკლი ქობალია („ბაია“, ზუგდიდი).

შეხვედრა საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება, როგორც მოგახსენეთ მატჩი ქუთაისში გაიმართება, შეხვედრის ქუთაისში გამართვის ინიციატორი ქართული მხარე იყო, 5 სექტემბერს კი უკვე ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები იქნება მასპინძელი. თუ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეძლო და დღეს გამარჯვება მოიპოვა ჯგუფიდან გასვლაზე უკვე სერიოზულად მოგვიწევს ფიქრი.

ოთარ გაბელია და ქართველი ბიჭები იმედიანად არიან განწყობილი, მართლია ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები ძლიერია, მაგრამ ფეხბურთში არც ერთი მეტოქე არაა დაუმარცხებელი, ასევე გულშემატკივრების მხარდაჭერაც აუცილებელია დღეს ახალგაზრდა ბიჭებისთვის, რომელიც მათ ექნებათ ქუთაისში. წარმატება ვუსურვოთ ქართველ ფეხბურთელებს.

U 21 Preview: საქართველო- ესპანეთი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sir Gio 2 სექტემბერი 2011 14:25
არ უნდა გადადგეს 2-7 წაგების მერე ? ნამუსი რო ქონდეს უნდა გადადგეს
liver8g 1 სექტემბერი 2011 21:03
29 წუთი 0-3 ... აშკარად მეკარე დაგვრჩა ! angry

30 წუთი 0-4 :@:@:@ უკომენტაროდ !

31 წუთი 0-5 ავალთ ალბათ 0-10 ზე ((((
FC Bayern München 1 სექტემბერი 2011 20:57
ცავაგებთ რომელია :D:D:D
berdia212 1 სექტემბერი 2011 17:38
კი მეც ეგრე მგონია,რო წავაგებთ
liver8g 1 სექტემბერი 2011 16:10
ნუ თუ წავაგეთ 0-2 ზე მეტით ვერ მოგვიგებენ რა
gvelesa 1 სექტემბერი 2011 15:24
ნეტა ძალიან დიდი ანგარიშიტ არ მოგვიგონ და არ მინდა არაფერი : D
admin 1 სექტემბერი 2011 14:45
რავი ტო ძალიან ძლიერი გუნდია ესპანეთი და იმედია ფრეს მაინც მივაღწევთ, მე ვფიქრობ რომ ფრეც ძალიან კარგი შედეგი იქნება
Sportnews 1 სექტემბერი 2011 13:48
დღეს რომ მოვიგოთ რა გაასწორებს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი