Preview: საქართველო–ლატვია

საქართველო 02-სექ, 11:109 Sportnews 7898


დღეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ლატვიის ეროვნულ ნაკრებთან, დღეს ჩვენი ნაკრებისთვის სამი ქულა აუცილებელია თუ გვინდა, რომ ჯგუფიდან მეორე ადგილის გასვლი სულ მცირე შანსი შევინარჩუნოთ.


საქართველოს ნაკრები ევროპის 2012 წლის შესარჩევის F ჯგუფში 9 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება, ჩვენი ნაკრების მიზანი მომდევნო დარჩენილი სამი შეხვედრის მოგება და ცხრა ქულის აღებაა, თუ მართლაც ეს მოვახერხეთ იქნება შანსი ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების, მაგრამ ჩვენმა უშუალო კონკურენტებმაც უნდა დაკარგონ ქულები.

დღევანდელი შეხვედრა საქართველო–ლატვიას შორის "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართება, მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და მატჩის ტრანსლიაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

საქართველოს ნაკრებს უკვე ზედიზედ სამი მარცხი აქვს, თუ ეს ორი წლის წინ არავის უკვირდა დღეს უკვე ეს ყველაში გაოცებას და უკმაყოფილებას იწვევს, რადგან თემურ ქეცბაის დამოძღვრილ ნაკრებს ზედიზედ 10 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, ამიტომ საჭიროა დღეს სამ მატჩიანი წაგებული შეხვედრების სერია მოგებული შეხვედრით დასრულდეს ლატვიასთან.

საქართველოს ნაკრები დღევანდელ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება რა თქმა უნდა ყენიას გამოკლებით, რომელიც რამდენიმე წელია სამწუხაროდ ტრავმის გამო ფეხბურთს არის ჩამოშერუბული, თუმცა მასთანაც სასიკოთო ძვრებია და სავრაუდოდ ახლო მომავალში ის ისევ დაუბრუნდება ფეხბურთს, ასევე აღსანიშნავია, რომ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში დიდი პაუზის შემდეგ გამოიძახა უკრაინის "არსენალის" თავდასხმელი სანდრო კობახიძე, საქართველოს ნაკრების მთლიანი განაცხადი კი შემდეგ ნაირად გამოიყურება.

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („ანჟი“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“)

მცველები: კახა კალაძე („ჯენოა“, იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი („ქაისერისპორი“, თურქეთი), უჩა ლობჟანიძე („კრივბასი“, უკრაინა), ალექსანდრე ამისულაშვილი („კრასნოდარი“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), გია გრიგალავა („ვოლგა“, რუსეთი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („ზესტაფონი“), ჯაბა კანკავა („კრივბასი“, უკრაინა), ლევან კობიაშვილი („ჰერტა“, გერმანია), დავით თარგამაძე („ოლექსანდრია“, უკრაინა), დავით კვირკველია („პანიონიოსი“, საბერძნეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“ მოსკოვი, რუსეთი), ალექსანდრე გურული („კარპატი“, უკრაინა), ირაკლი მაისურაძე („მეტალურგი“, რუსთავი), შოთა გრიგალაშვილი („ზესტაფონი“)

თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი („კარლსრუე“, გერმანია), დავით სირაძე („სპარტაკი“ ნალჩიკი, რუსეთი), ვლადიმერ დვალიშვილი („მაქაბი“ ჰაიფა, ისრაელი), ოთარ მარცვალაძე („კრასნოდარი“, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე („არსენალი“, უკრაინა)

საქართველოს ნაკრები დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტია, გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს ნაკრებს 12 ქულა დაუგროვდება, შემდეგი შეხვედრა კი სულ 3 დღეში უკვე გასვლაზე მალტას ნაკრებთან ექნება. საჭიროა ამ ორივე შეხვედრის მოგება და შემდეგ ოქტომბერში საბერძნეთის ნაკრებთან დაპირისპირებისთვის მომზადება.

საქართველო-ლატვიის მატჩი გარდა, 2 სექტემბერს F ჯგუფში კიდევ ორი თამაში გაიმართება – მალტა ხორვატებს უმასპინძლებს, ხოლო ისრაელი ბერძნებს მიიღებს.

Preview: საქართველო–ლატვია


P.S. ძალიან გთხოვთ სტატიაზე გამოხატეთ თქვენი აზრი, ასევე დღევანდელ შეხვედრაზე და დაწერეთ თუ რა შემადგენლობით ათამაშებდით საქართველოს ნაკრებს დღევანდელ შეხვედრაში.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
liver8g 3 სექტემბერი 2011 11:35
ქეცბაია კი არა ხალხი მეცოდება ამათი უნამუსო დედა...მართლა რა ..მე ლოკომოტივზე მიმცვლელი აღარ ვარ და :D:D:D

ქეცბაია უეჭველი წავა და აღარაფერი აღარ გვეშველება.ისედაც რა ფორმაშია ნაკრები და ეხლა უფრო გაბანძდება
admin 3 სექტემბერი 2011 11:22
FC Bayern München,
:) :) მე ქეცბა მეცოდება ამ საქართველოს ნაკრებში ქეცბა ცოდოა, წავიდეს და რამე გუნდში მიაღწევს ისევ წარმატებას
FC Bayern München 3 სექტემბერი 2011 03:07
აუ გეხვეწებით შევიგინები რა :D:D ერთი მაპატეით რა :D:D: მეზიზღება თემურ ქეცბაია და საქართველოს ნაკრები მძულს:@:@:@ შემაზიზრე ფეხბურთი ამათI :@ ჯერ დინამომ ,გუშინ ახალგაზრდულმა და დრეს ლორია ქეცბაიას დუეტმა :D:D:D არ შეიძლება მოკვეთონ საქართველო საერთოდ შესარჩევებიდან?არ გრცხვენიათ?ვაი თქვენს პატრონს :D:D:Dქართული ფეხბუთის დედა ვატირე მე :@ ლატვია სახლი რო მოგიგებს უნდა გადადგე ქეცბაია წადიიიიი წადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
admin 2 სექტემბერი 2011 19:28
raul-madrid,
გუშინ ჭანტურია სასტიკად არ მომეწონა, ისეთი შთაბეჭდილება და მარჩა რომ მაგ ბიჭს თავში აქვს ავარდნილი მაგრად.
მცველს ისე მოუქნია ფეხი რო მოერტყა მოტეხავდა და რავი იმენა კი არ თამაშობდა ჩხუბობდა, მჭედლიძეს რაც ეხება ეგ ბიჭი ნაკრებშიც ნანახი მყავდა და მართლაც დიდი მომავალი აქვს, ანანიძეზე და ყენიაზე აღარაფერს ვამბობ

საბერძნეთმა მოიგო და ეგ ჩვენთვის ყველაზე ცუდი შედეგია, ყველაზე მეტად ეგ არ გვაყობდა. საბერძნეთს 17 ქულა გაუხდა და ფაქტიურად გავიდა უკვე შემდეგ ეტაპზე.

ხორვატიამ მაინც ვერ მოიგოს დღეს
raul-madrid 2 სექტემბერი 2011 16:03
ყველა რო მწყობრსჰი იქნება და ჩანტურიასაც რო გამოიდზახებენ მერე მე მინდა ასეტი სასტავი

რევიშვილი, კალაძე, ამისულაშვილი, კაშია, ლობჟანიძე, კიბიაშვილი,გოგუა, ჩანტურია, ანანიძე, ყენია და მჭედლიძე....ესაა გუნდი რომელსაც შეუძლია გავიდეს ან ევროპაზე ან მსოფლიოზე.

ეს თამაში ბერძნებმა უნდა წააგონ და ცჰვენ უნდა მოვიგოტ სამივე
admin 2 სექტემბერი 2011 15:42
რაულიტო,
არავის არაფერია რ აქვს გარანტირებული :)
Sportnews 2 სექტემბერი 2011 15:36
admin,
პირველი ადგილი ხორვატიას აქვს გარანტირებული ,ხოდა მეორესთვის თუ ვიბრძოლებთ დღეს ის თამაში ფრედ უნდა დამთავრდეს , თუ არადა არანაირი შანსი არ გვექნება
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 2 სექტემბერი 2011 14:57
Sir Gio,
ვა საინტერესო ნიუსი მოგვაწოდე :) ალბად ამ ინფორმაციას წყაროც აქვს :)
მოგვაწოდო იქნებ :)

რაულიტო,
ფრე დაგვხატავდა მართალია მარა ჩვენ მეორე ადგილისთვის ვთამაშობთ და არა პირველისთვის ნუ გავიწყდება :)
Sir Gio 2 სექტემბერი 2011 14:46
ტყუილად გავაცდინეთ ქეცბაიას დრო ამ დროში, რომელიმე კლაბში უპრო ბევრს მიაგწევდა ვიდრე აქ, დგევანდელი თამაში ნაყიდია მტავრობის დონეზე და ამის პაქტებიც არსებობს ასე რომ ნურავინ ნუ ინერვიულებთ... 1-0 ჯანო გაიტანს
Sportnews 2 სექტემბერი 2011 12:45
ისრაელს საბერძნეთან გასვლა აღარ აქვს ხორვატიასთან აქვს და მერე მალტასთან , დღეს თუ მოიგო , მერე მალტასსაც მოუგებს და ხორვატისთან გინდა წააგოს რაღას დავეწევით ვნახოთ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (139)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი