2+2 – თემურ ქეცბაიამ სფფ–სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

საქართველო 14-სექ, 10:169 Sportnews 1883


13 სექტემბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, სფფ–ის პრეზიდენტმა და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ახალ კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

კონტრაქტის ხელმოწერამდე კი, თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

ეროვნული გუნდის თავკაცმა ვრცლად ისაუბრა განვლილ შესარჩევ ციკლზე:

თემურ ქეცბაია: „გუნდი ორი წლის წინ ჩავიბარე და დღეს, ვთვლი, რომ იმასთან შედარებით ნაკრებში წინსვლა შესამჩნევია. თუმცა, ნამდვილი სამუშაო ახლა იწყება; ძალიან ბევრი რამაა დასალაგებელი და გამოსასწორებელი. ჩვენი მიზანია, ამიერიდან იმ ბიჭებზე გავაკეთოთ აქცენტი, რომლებიც დღესდღეობით ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობენ. დრო საკმარისად გვაქვს, რომ ამ ახალგაზრდებს დავაკვირდეთ, მათთან ვიმუშაოთ...

ჩემთვის ბევრს რამეს ნიშნავს, რომ ფეხბურთის ფედერაცია ნდობას მიცხადებს და ჩემთან მუშაობის სურვილი აქვს. მზად ვარ სერიოზული გამოწვევებისთვის. რაც მთავარია, ხალხის ნდობისა და იმედების გამართლება მინდა. ქართული ფეხბურთი გაცილებით მეტის ღირსია და ამისთვის, მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ. რა საქმეც დამიწყია ცხოვრებაში, არც ერთი არ მიმიტოვებია შუა გზაზე და ახლაც, ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გავიღოთ ქართული ფეხბურთის განვითარებისა და წინსვლისთვის.

მომდევნო 2 წელი ახალი გუნდის შექმნაზე უნდა ვიმუშაოთ და მუშაობას დღესვე შევუდგებით. ჩვენი უპირველესი მიზანი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა იქნება. ვინც ღირსია, ის საქართველოს ნაკრებში აუცილებლად ითამაშებს. შანსი ბევრს მიეცა და ახლაც მიეცემათ.

რაც შეეხებათ დღევანდელი ნაკრების „ვეტერანებს“, წლების განმავლობაში ეს ბიჭები იყვნენ და არიან ბევრისთვის სამაგალითო სპორტსმენები. მე მათ პირადად შევხვდები და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ – რას აპირებენ, რას ფიქრობენ...

პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და პირდაპირ გეუბნებით, რომ ამ შესარჩევში 10 კი არა, 15 ქულაც უნდა გვქონოდა, თუმცა, შესაძლოა, შეცდომები მეც დავუშვი... ერთი რამ ცხადია და ალბათ, ყველამ დაინახა, რომ ამ დროის განმავლობაში, საქართველოს ნაკრები იოლი მეტოქე არავისთვის ყოფილა.“

ახალი კონტრაქტის დეტალებზე კი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დაწვრილებითი განმარტებები გააკეთა. კონტრაქტი 2+2 სისტემითაა შედგენილი. სფფ–ის აზრით, თემურ ქეცბაიამ პირადად უნდა აიღოს კონტროლი ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებზე. ასევე, იმ ასაკობრივ ნაკრებებზე, რომლებიც ფიფა–უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობენ. თემურ ქეცბაიას პრეროგატივა იქნება ასაკობრივ ნაკრებებში მწვრთნელების შერჩევა და მათთან კოორდინირებული მუშაობა. ანუ, ამიერიდან, საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები ერთიან სისტემაზე გადავა.

რაც შეეხება ახალგაზრდულ ნაკრებს და მიმდინარე შესარჩევ ციკლს, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, გუნდს სოსო ჭედია უხელმძღვანელებს, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიას ასისტენტია.

ჭედიას თქმით, ახლა, მთავარია გუნდი დალაგდეს, დაწყნარდეს და ესპანეთთან გამართული მძიმე თამაშების შემდეგ, ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„გარწმუნებთ, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლებს. ახალგაზრდებიც იგივე სტრატეგიით მოემზადებიან, როგორც ეროვნული ნაკრები ემზადება“ – განაცხადა ჭედიამ.

ბოლოს კი, მედიის თანდასწრებით, ზვიად სიჭინავამ და თემურ ქეცბაიამ ახალ კონტრაქტს მოაწერეს ხელი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
FC Bayern München 14 სექტემბერი 2011 02:32
admin,
რითი?პრინციპში მე კი არა ქართული ფეხბურთი დაიღUპა,თუმცა ცოცხალი როდის იყო რო wink wink lol lol
admin 14 სექტემბერი 2011 00:16
FC Bayern München,
რითი დაიყუპე კაცო ? :)
FC Bayern München 13 სექტემბერი 2011 22:35
აუ დავიღუპეთ wink wink wink
raul-madrid 13 სექტემბერი 2011 20:12
ეჰ თემურ თემურ......
berdia212 13 სექტემბერი 2011 20:02
ჩვენ გვჯერა თემურის ის დაალაგებს გუნდს.
admin 13 სექტემბერი 2011 19:37
მიდი თემურ შენი იმედი გვაქვს, გამოთალე ამ ბლაგვი ხისგან ნორმალური გუნდი :)
Alex_Song 13 სექტემბერი 2011 18:48
სგ ავტორ:*:*



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი