ნაკრების შეკრება დანაკლისებით დაიწყო

საქართველო 03-ოქტ, 21:469 Sportnews 1800


დღეს, სფფ–ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ საწვრთნელი შეკრება დაიწყო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა. „ჯვაროსნებმა“ შეკრება დღის 12 საათიდან დაიწყეს.

შეკრების პირველ დღეს, ტრადიციისამებრ, მედიას შეხვდა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა ეროვნული გუნდის თავკაცმა – თემურ ქეცბაიამ.

ქეცბაიამ განვლილი შესარჩევი ციკლი შეაჯამა. მისი თქმით, არსებული რესურსის გათვალისწინებით, მიღწეული შედეგი დამაკმაყოფილებლად შეიძლება შეფასდეს.

სამწუხაროდ, დანაკლისებს ვერც ევროშესარჩევის მიწურულს, ბოლო მატჩის წინ ავცდით. ტრავმირებულია და ნაკრებს ვერ დაეხმარება სანდრო კობახიძე. ვერც ამჯერად ახერხებს სანაკრებო შეკრებაზე ჩამოსვლას „ორჰუსელი“ დავით დევდარიანი, რომელსაც ასევე, ფეხის ტრავმა აწუხებს. პრობლემები აქვს ნიკოლოზ გელაშვილსაც, რომელსაც ექიმებმა ანგინა დაუდგინეს და რამდენიმედღიანი წოლითი რეჟიმი აქვს. დანაკლისის ასანაზღაურებლად, ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში „მეტალურგელ“ ირაკლი მაისურაძესა „დინამოს“ კაპიტანს – ალექსანდრე კოშკაძეს უხმო.

ჟურნალისტები აკაკი გოგიას თემითაც დაინტერესდნენ, რომლის ოჯახთანაც პირადად თემურ ქეცბაიამ აწარმოა მოლაპარაკებები და გერმანიაში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი უკვე თანახმაა საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვას. ახლა, იურიდიული და ფორმალური საკითხებია მოსაგვარებელი.

ქეცბაიამ მომავალი შესარჩევი ციკლის კალენდარზეც ისაუბრა და მედიას სამუშაო პროცესის დეტალებიც გაუმხილა: „ვფიქრობ, კალენდრის საკმაოდ კარგი ვარიანტი მივიღეთ. ესპანელებისთვის მთავარი იყო, 2013 წლის ივნისში არ ეთამაშათ, რადგან ამ დროს, კონფედერაციის თასზე უწევთ ასპარეზობა. ცოტა, ბელარუსები გაჯიუტდნენ; ხან რა მოიმიზეზეს და ხან – რა... ეგ დრო არ გვაწყობსო, მაგ დროს სეზონი ჩვენთან ახალი დაწყებულიაო, ცუდი ამინდიაო და ასე შემდეგ. თუმცა, საბოლოოდ, ყყველა შევთანხმდით და კალენდარიც მზადაა“ – განაცხადა ქეცბაიამ.

საბერძნეთთან მატჩის შესახებ კი, ქეცბაიამ მოკლე კომენტარი გააკეთა: „ძალიან გვინდა, შესარჩევი ციკლი მოგებით დავასრულოთ და სულ არ მაინტერესებს, რას ელიან ბერძნები ამ თამაშისგან და რამდენად მოტივირებულები არიან. მოტივაცია ჩვენც არ გვაკლია. ჩვენც გვქონდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი, თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა... ახლა, ახალგაზრდებზე დაკვირვებისთვის და მათთან სამუშაოდ საკმაო დრო გვექნება და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.“


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Alex_Song 3 ოქტომბერი 2011 22:43
მიღწეული შედეგი დამაკმაყოფილებლად შეიძლება შეფასდეს.
აუ ესენი ვის ატყუებენ ამათ თუ ჰგონიათ ლიტვასთან სახლში რომ წააგებ და მალტას ფრეს ეთამაშები მაგარიაა. ამათ წარმატება ჰგონიათ ფარელის კუნძულებს რომ დაამარცხებენ wink
Sportnews 3 ოქტომბერი 2011 22:00
საჭიროა, საბერძნეთთან მართლა კარგი შეხვედრა ვაჩვენოთ, თორე ეროვნულ ნაკრებს ისევ ახლიდან მოუწევს ხალხის სტადიონზე დაბრუნება
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (131)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი