ლევან კობიაშვილი: ნაკრები ჩემი ოჯახია

საქართველო 11-ოქტ, 18:469 Sportnews 3262


ქართველი ფეხბურთელებიდან, ლევან კობიაშვილი პირველია, ვინც სანაკრებო დონეზე „ასიანთა კლუბის“ წევრი გახდა.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ, „კობისთვის“ საიუბილეოა – ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მეასედ მოირგებს ქვეყნის უპირველესი გუნდის მაისურას.

კობიაშვილის სანაკრებო დებიუტი 1996 წლის 1 სექტემბერს, ოსლოში შედგა ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ. უკვე 15 წელია, „კობი“ ნაკრების ერთ–ერთი ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია. მის ანგარიშზე 12 გატანილი გოლია.

„რა შემიძლია ვთქვა იმის გარდა, რომ ბედნიერი ვარ... 99–ვე თამაშის დეტალურად გახსენება შემიძლია, რა და როგორ იყო, რადგან ნაკრებში ჩატარებული ყოველი თამაში ჩემთვის განსაკუთრებული შეგრძნება და პასუხისმგებლობაა. თუმცა, სამწუხაროა, რომ ჩემი დიდი ოცნება ვერ ავისრულე და სანაკრებო დონეზე დიდ ტურნირებზე ვერ ვითამაშე.

ეს დიდი ბედნიერებაა, რომ ამდენი წელი საქართველოს ნაკრების წევრი ვარ და ამხელა ნდობა დავიმსახურე მწვრთნელების, გულშემატკივრების მხრიდან... მომავალში, სიამაყით მოვუყვები ჩემს შვილებს, რომ ამდენი წელი გავატარე ქვეყნის უპირველეს გუნდში. იყო ბევრი სირთულე, ბევრი ცუდი მოგონებაც, მაგრამ ამის გარეშე არ არსებობს“ – განაცხადა ლევან კობიაშვილმა სფფ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდთან საუბარში.

– სანაკრებო დებიუტიც ასე კარგად გახსოვს?

– მაგას რა დამავიწყებს! ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშე. მაშინ იმასაც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ განაცხადში მოვხვდებოდი და ბატონმა საშა ჩივაძემ ძირითადში დამაყენა. კარგი თამაში იყო, გუნდმა მშვენივრად ითამაშა და თითქმის ბოლო წუთამდე 0:0 იყო, თუმცა, ჩემი შეცდომის შედეგად, პენალტი დაგვინიშნეს და 1:0 წავაგეთ. მაგრამ არ დამავიწყდება, მატჩის შემდეგ, რამხელა გვერდში დგომა ვიგრძენი ყველას მხრიდან. ისიც კარგად მახსოვს, პირველად რომ ვითამაშე იტალიის წინააღმდეგ. მოსათელად რომ გავედით, არაფერი არ მახსოვს, როგორ გავხურდი, რადგან სულ იმ მხარეს ვიყურებოდი, სადაც იტალიელი ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ; ფანტასტიური გუნდი ჰყავდათ, უდიდესი ფეხბურთელებით სავსე.

გასახსენებელი ძალიან ბევრი მაქვს – ბევრი სიხარული, დასამახსოვრებელი მომენტი, ჩემი გოლები, წაგებით გამოწვეული ტკივილი, გულშემატკივრისთვის მინიჭებული სიხარული... ხორვატიასთან თამაში, ამ მხრივ, მართლაც გამორჩეული იყო. იმედი მაქვს, ნაკრების ცხოვრებაში ამის შემდეგაც ბევრი სიხარულის მომტანი მატჩი იქნება.

– ალბათ, მართლა განსაკუთრებული გრძნობაა, ამდენი წელი ეროვნულ ნაკრებში თამაში. ამის აღსანიშნავად, უეფასგან საგანგებო ჯილდო გადმოგეცემა...

– ეს უდიდესი პატივი და ბედნიერებაა. ნაკრები ჩემი ოჯახია და აქაც ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩვეულებრივ ოჯახში – არის სიხარული, არის მწუხარება... ცოცხალი ორგანიზმივითაა. მე ყოველთვის იქ ვიდექი, სადაც ჩემიანები იყვნენ; სადაც ჩემს ოჯახს და ქვეყანას სჭირდებოდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო.

რაც შეეხება ამ ჯილდოს, თუკი ჩათვალეს, რომ მე, ჩემი ცხოვრებით და კარიერით ეს დავიმსახურე, სიამოვნებით მივიღებ და ბედნიერიც ვიქნები, რადგან ჩემი ნაკრების და ჩემი ქვეყნის ერთგულებისთვის მაჯილდოებენ. არ ვარ ის ადამიანი, ჩემი თავი სხვაზე მაღლა დავაყენო; არაერთ ჩემზე ძლიერ ფეხბურთელს უთამაშია ნაკრებში, მაგრამ მე იმაშიც გამიმართლა, რომ ამდენი თამაში მომიწია და ასი შევასრულე... მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Alex_Song 12 ოქტომბერი 2011 12:37
love love love 7 7 7 love love love
gvelesa 11 ოქტომბერი 2011 18:50
love [color=#66CCCC][/color]
Sportnews 11 ოქტომბერი 2011 18:47
პირადად მე ქართველს ფეხბურთელთა შორის კობიაშვილი ყველაზე მეტად მიყვარს, თუნდაც თავისი სტაბილურობის გამო და რაც ამას ნათამაშები აქვს, ჩეპიონთა ლიგაზე ჰეთ-რიკი აქვს შესრულებული და ხორვატიასთან გოლი რომ გაიტანა ვაფშე ხო რავი , მაგარია, ცუდია, რომ გვიბერდება კობი 8
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (176)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი