გიორგი დევდარიანი: მხოლოდ პირველი ადგილი

საქართველო 15-ნოე, 20:339 Sportnews 2036


თურქეთში მიმდინარე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს 3:1 მოუგო და მასპინძლებთან ფრედ 1:1 ითამაშა.

ლუქსემბურგთან მატჩის წინ ჩვენს გუნდს ელიტ-რაუნდში გასვლის რეალური შანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსებას "დინამოს" დუბლშემადგენლობის 8 ფეხბურთელი იცავს: ლევან ტყეშელაშვილი, გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ოთარ დოლიძე, ნიკა სანდოხაძე, დავით ხოჭოლავა და არჩილ ტვილდიანი.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი "დინამოს" დუბლშემადგენლობის თავკაცი გიორგი დევდარიანი გახლავთ, რომელსაც თურქეთში შევეხმიანეთ.

გიორგი დევდარიანი:"ასეთ ტურნირებზე პირველ მატჩს, ყოველთვის ძალიან დიდი და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. პირველ შეხვედრას პირადად ჩემთვის თუ გუნდის ნებისმიერი წევრისთვის ყოოველთვის თან ახლავს ფსიქოლოგიური წნეხი და დატვირთვა.

პოლონეთთან მოგების შემდეგ, ეს ბარიერი დაძლეულ და გადალახულ იქნა. პოლონეთთან თამაშმა, დაგვარწმუნა ყველა ჩვენთაგანი, რომ თურქეთთან მოგებაც რეალურად იყო შესაძლებელი. ასე რომ მასპინძლებთან თამაშზეც გაძლიერებულები და საკუთარ ძალებში დარწმუნებულები გავედით.

არ მინდა მსაჯს გადავაბრალო, თურქებთან მოსაგები მატჩის ვერ მოგება, მაგრამ ვერც იმას დავმალავ, რომ მსუბუქად, რომ ვთქვა არბიტრი დიდი სიმპათიებით იყო განწყობილი მასპინძელთა მიმართ. გუშინ გამართულ საორგანიზაციო მიტინგზე, რომელსაც ყველა გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ტურნირის კომისარმა ღიად მოგვიბოდიშა კიდეც.

ლუქსემბურგთან მატჩისთვის დიდი მონდომებით და მობილიზებით ვემზადებით. ჭანტურიას დისკვალიფიკაცია, ცხადია დაასუსტებს ჩვენი გუნდის შემტევ პოტენციალს.

ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ მოწინააღმდეგის თამაში. ლუქსემბურგი პირველ მატჩებში მეორე ნომრად თამაშობდა და საგოლე მომენტების გამოყენება რომ შეეძლო, ბევრად უკეთეს შედეგსაც აჩვენებდა. ბოლო მატჩში მეტოქეს დასაკარგი არაფერი აქვს. თუმცა ისიც აშკარაა, რომ სათამაშო კლასით თუ გუნდური თამაშით, უპირობო ფავორიტები ვართ. ჩვენს ნაკრებს ისიც ძალიან აძლიერებს, რომ გუნდის ძირითად ბირთვს დინამოელები შეადგენენ. რასაკვირველია, ეს ძალიან დიდი პლუსია და აადვილებს საქმეს".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 15 ნოემბერი 2011 21:04
წარამატებები გიო შენი დიდი იმედი მაქვს



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (123)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი