Image

ჩივაძე, კაჭარავა და აკობია ასაკობრივ ნაკრებებს ჩაიბარებენ

საქართველო 31-იან, 19:499 Sportnews 2628


















31 იანვარს, „მიხეილ მესხის“ სტადიონის მედია-ცენტრში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, სფფ-ის პრეზიდენტმა მედიას ასაკობრივი ნაკრებების ახალი მთავარი მწვრთნელები წარუდგინა.

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ალექსანდრე ჩივაძე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა და ამიერიდან, ის საქართველოს ახალგაზრდულ (U21) ნაკრებს გაუძღვება. 19-წლამდე ნაკრებში კახა კაჭარავა იმუშავებს; ნოდარ აკობია კი, 17-წლამდელებს ჩაიბარებს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ამ ცვლილებებისა და მწვრთნელებთან მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად იყო ჩართული თემურ ქეცბაიაც.

„ჩვენ ძალიან გვეიმედება ბატონი საშა ჩივაძის გამოცდილების და კარგია, რომ ის აქტიურ ფეხბურთში ბრუნდება. რაც შეეხება 19-წლამდე ნაკრებს, ჩვენ ვისაუბრეთ გიორგი დევდარიანთან, რომელიც ახლა „დინამო“ თბილისის მთავარი მწვრთნელია. ის უკვე 4 წელია 19-წლამდელთა ახლანდელ გუნდს წვრთნის და მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ჯერჯერობით ნაკრებში დარჩეს და ელიტრაუნდშიც ის გაუძღვეს გუნდს. ელიტრაუნდამდე, 19-წლამდელები მარტსა და აპრილში ორ-ორ სპარინგს ითამაშებენ კვიპროსსა და პორტუგალიაში. მაისში კი, მოგეხსენებათ, უკვე ოფიციალური მატჩები აქვთ. მომავალი შესარჩევი ციკლიდან, კობა ჟორჟიკაშვილს უწევდა 19-წლამდელთა მწვრთნელობა, თუმცა, ვინაიდან ის რუსთავის „მეტალურგში“ მუშაობს, გადავწყვიტეთ, ნაკრები კახა კაჭარავამ ჩაიბაროს.

რაც შეეხება ბატონ ნოდარ აკობიას, მან გელა შეყილაძე ჩაანაცვლა, რომელსაც, ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდა. ბატონი ნოდარი კი, იმ გუნდს ჩაუდგება სათავეში, რომელი თაობის ფეხბურთელებსაც ძალიან კარგად იცნობს“ - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

ალექსანდრე ჩივაძის ასისტენტები ზაურ სვანაძე, გელა ინალიშვილი და დავით გვარამაძე იქნებიან. კახა კაჭარავას გოჩა ავსაჯანიშვილი დაეხმარება. მეკარეების მწვრთნელი, ჯერჯერობით გარკვეული არაა. ნოდარ აკობიას თანაშემწეებად კი, კახა გოგიჩაიშვილი და ჯუმბერ ბურჯანაძე დაინიშნენ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Alex_Song 31 იანვარი 2012 23:33
ისე ვთქვი აზრზე არ ვარ ვინ არიან:)Richie,
Richie 31 იანვარი 2012 22:32
sanchez9,
პირიქით ძალიან კარგი
Alex_Song 31 იანვარი 2012 22:11
ძალიან ცუდი:)
beqa_beqa 31 იანვარი 2012 20:49
7 იმედია წარმატებებს მოუტანენ საქართველოს
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (170)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა