საქართველომ ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა

საქართველო 16-მაი, 10:539 Sportnews 1776


საქართველომ ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე უეფაში განაცხადი შეიტანა. განაცხადების შეტანის ვადა დღეს იწურებოდა. სფფ-მ უეფას გენერალურ სამდივნოში გუშინ, 14 მაისს გენერალური მდივნის - ჯანი ინფანტინოს სახელზე გაგზავნილ საგანგებო წერილში ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს სურვილი - უმასპინძლოს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს.


„ეს მხოლოდ პირველი ეტაპია“ - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ. - წინ დიდი და რთული გზაა. ახლა, უნდა დაველოდოთ, როდის განიხილავს უეფას გენერალური სამდივნო ჩვენს განაცხადს. ესაა ჩვენი სურვილის დამადასტურებელი ოფიციალური წერილი და თუ ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, შემდეგ, უკვე ეტაპობრივად მოგვიწევს ზრუნვა ჩემპიონატის ლოგოს, სლოგანისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შექმნასა და მოფიქრებაზე.


ამ ეტაპზე, შეგვიძლია გითხრათ ის ზოგადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს. როგორც უკვე გითხარით, დანარჩენი მოგვიანებით გაირკვევა, როცა უეფა ნებას დაგვრთავს, სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ“ - აღნიშნა სიჭინავამ.


ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებელი მოთხოვნებია:


სტადიონების რაოდენობა - 9 სტადიონი


სათადარიგო სტადიონები - 3 სტადიონი


სტადიონებზე ადგილების რაოდენობა -    2 სტადიონი - 50 000 სკამით (გახსნის, დახურვის ცერემონიალი, ფინალი)


3 სტადიონი - 40 000 სკამით (ნახევარფინალური  მატჩებისთვის)


4 სტადიონი - 30 000 სკამით (ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის)


VIP ადგილების რაოდენობა -          მაქსიმალური - 800 ადგილი (ფინალურ მატჩზე)


                                                              მინიმალური - 350 ადგილი (ჯგუფურ ეტაპზე)


მედიისთვის საჭირო ადგილები -      მაქსიმალური - 600 ადგილი (ფინალურ მატჩზე)


                                                            მინიმალური - 300 ადგილი (ჯგუფურ ეტაპზე)


ტრანსპორტი - საერთაშორისო ტრანსპორტი


აეროპორტების გრაფიკი - მატჩამდე 10 საათით ადრე და 10 საათის შემდეგ უნდა იყოს რეისები


ერთი ძირითადი აეროპორტი + დამხმარე აეროპორტი


მატჩის დღეს,  აეროპორტს უნდა შეეძლოს. 100 ჩარტერული რეისის მიღება


აეროპორტში, ცალკე უნდა იყოს გუნდების, ვიპ და უეფას წარმომადგენლების დასახვედრი  Welcome desk - ი.


ქვეყნის შიდა ტრანსპორტი - 24 საათიანი მუშაობის გრაფიკი


მასპინძელი ქალაქების შიდა ტრანსპორტი (სტადიონი არ უნდა იყოს დაშორებული ქალაქიდან 75 წუთის სავალ გზაზე შორს)


სასტუმროები - მასპინძელ ქალაქებში


ოთახების მინიმალური რაოდენობა  - 2600 ერთადგილიანი ოთახი


ოთახების მაქსიმალური რაოდენობა  - 7200 ერთადგილიანი ოთახი


სასტუმროების 75% უნდა იყოს 5-4 ვარსკვლავიანი; 25% - 3 ვარსკვლავიანი


დამატებით 900 ოთახი + 100 აპარტამენტის ტიპის ოთახი


ფან-ზონები  - ყველა მასპინძელ ქალაქში, რომელიც დაიტევს მინიმუმ 1000 და მაქსიმუმ 5000 გულშემატკივარს


ტურნირი ტარდება 29-31 დღის განმავლობაში


ოფიციალურ კანდიდატებს უეფა ყველა მსურველი ქვეყნის განაცხადის განხილვის შემდეგ დაასახელებს.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
milboy 16 მაი 2012 22:04
უუ მაგრად მინდაა..
admin 16 მაი 2012 12:08
მეც ვუსმინე ამ განცხადებას და მაგარი გამიხარდა შეიძლება ჯერ მასპინძLობის უფლებ აარ მოგვცენ მაგრამ ეს მაინც ნიშნავს დიდ ძვრებს ქართულ ფეხბურთში



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (203)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი