Image

ჩისკო: დინამოში ბედნიერი ვარ

საქართველო 14-ივლ, 20:079 Sportnews 1811


















გასული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და "დინამოს" ლიდერი გამოცდილი ესპანელი ლეგიონერი, ჩისკო მუნიოსი, სლოვენიურ შეკრებაზე გამგზავრებამდე, "დინამოს" ოფიციალური ვებ-გვერდის სტუმარია.

- თითქმის წელიწადია, რაც დინამოს მაისური მოირგე და საქართველოში თამაშობ, როგორ შეეგუე აქაურობას?
- პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხალხს, მათ პირველივე დღიდან ძალიან თბილად მიმიღეს და ბედნიერი ვარ. თბილისს და ახალ გარემოს ადვილად შევეჩვიე.

მართალია ქართულსა და ესპანურ ენებს შორის საკმაოდ დიდია სხვაობა, თუმცა ახალი მეგობრების შეძენაში ამ ფაქტს ხელი ნამდვილად არ შეუშლია.

- "დინამოში" ჩამოსულს გაგიმართლდა თუ არა მოლოდინი?
- საქართველოს საუკეთესო გუნდის მაისურის მორგებაზე დიდხანს ნამდვილად არ მიფიქრია. "დინამოსთან" ერთად პირველივე სეზონში ევროპულ დონეზე თამაში მსურდა, თუმცა ევროპის ლიგის ფლეი-ოფში არ გაგვიმართლა.

სამწუხაროდ გასული სეზონი ჩაგვივარდა, ახლა კი მომავალი სეზონისთვის ვემზადებით და სასურველი შედეგის ჩვენებას ვეცდებით

- კარიერის მანძილზე იყო "ვალენსია", "ბეტისი", "ლევანტე"... "დინამოს" ინფრასტრუქტურას როგორ შეადარებდი მათ?
- ყველა კარგად ხედავს, თუ როგორ შეიცვალა დიღმის ბაზა. ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ მართლაც ბევრი რამ გაკეთდა. "დინამოს" ბაზა საუკეთესოა, გადასარევი მოედანი გვაქვს როგორც ბაზაზე - სავარჯიშოდ, ასევე "დინამო არენაზე" - სათამაშოდ.

კარგი იქნებოდა, თუ კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი გაალამაზებდა ტრიბუნებიდან.

ჩვენი გუნდის ფანებმა, "გლადიატორებმა", სეზონის დასრულების შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს და საჩუქარიც გადმომცეს. ამ ფაქტმა კი ძალიან გამახარა და გამამხნევა, იმედი მაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებებს.

- ახალი სეზონის წინ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ვის მიიჩნევ მთავარ კონკურენტად?
- ჩემი აზრით, გორის "დილა" ძალიან ძლიერი გუნდი იქნება. "ზესტაფონი" კი მოქმედი ჩემპიონია. საერთო ჯამში იოლი თამაშები ნამდვილად არ გველის, თუმცა ყველაფერი უნდა გავიღოთ, რათა ჩემპიონები ჩვენ გავხდეთ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი პრეზიდენტი, ბატონი რომან ფიფია, ჩვენზე დიდ იმედებს ამყარებს და მიზნად ჩემპიონობას ვისახავთ. ვიმედოვნებ მისი ნდობა და იმედები გამართლდება და ჩემპიონები სწორედ ჩვენ გავხდებით.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 14 ივლისი 2012 21:42
datopagava23,
ხო ვერსად ვერ გავიდა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
datopagava23 14 ივლისი 2012 20:15
ეხლა დინამო ვერცერთ ჩემპიონატზე ვერ გავიდა არა ?? :დ
Sportnews 14 ივლისი 2012 20:12
ჩისკო კაი ფებხურთელია, აუ დინამომ შარშან რა დაიწყო, რა ცოტაღა დააკლდა ევროპის ლიგამდე, მარა მერე მაგრად აურია და სეზონი კატასტროფულად დაასრულა, იმედია წელს კარგ ფეხბურთს ანახებენ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (178)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა