Image

პირველი გოლი და ყველაზე ცუდი შედეგი !

საქართველო 02-სექ, 18:269 Red_Army 1542


















დასრულდა მატჩი "ლივერპულსა" და "არსენალს" შორის, რომელიც "ენფილდზე" იმართებოდა და სამწუხაროდ სკაუზერებისთვის ეს მატჩიც კრახით დასრულდა. მატჩის დაწყებამდე უმეტესობა ვარაუდობდა, რომ "ლივერპული" გამარჯვებას შეძლებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. პირველი ტაიმი, როგორც მოსალოდნელი იყო ძალზე დაძაბულად წარიმართა, "წითლები" ბევრს უტევდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ გოლით დაბოლოება ვერ მოახერხეს.

მატჩის 31 წუთზე ჯერარდის შეცდომის შემდეგ ისარგებლეს "მეთოფეებმა" და კარგი შეტევა წამოიწყეს, კასორლა მალევე გადავიდა მეტოქის მოედანზე და კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ლუკას პოდოლსკი, რომელმაც შეძლო გოლის გატანა. ასევე დავამატებ, რომ ეს გოლი "არსენალისთვის" პირველი იყო 2012/13 სეზონში. გატანილი გოლის შემდგომ დარჩენილი წუთები წყნარად წარიმართა და პირველი ტაიმიც "არსენალის" გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ტაიმი თანაბარი უპირატესობით წარიმართა, ბურთს უმეტესად "ლივერპული" ფლობდა და უტევდნენ კიდეც, მაგრამ ისეთი ვერაფერი მოახერხეს, რომ გოლი გაეტანათ. აღსანიშნავია, "არსენალის" მეკარის მანონეს კარგი თამაში, რომელიც ტრამვირებულ შეზნის ცვლიდა. მატჩის 68 წუთზე კასორლას შესანიშნავ თამაშს გოლი მოჰყვა და "არსენალი" ორი ბურთით დაწინაურდა, მაგრამ ამ მომენტში სანტის მაინც გაუმართლა, რადგან დარტყმის შემდეგ მეკარემ ცუდად ითამაშა, პეპე რეინამ ვერ შეძლო მოგერიება და ბურთი ხელებს შუა გაუძვრა. ამ გოლის შემდგომ როგორც მოსალოდნელი იყო "ლივერპული" გააქტიურდა, "მეთოფეები" კი თამაშის დაწყნარებას ცდილობდნენ და კონტრშეტევებზე თამაშის აწყობას, რაც კარგად გამოსდიოდათ. რამდენჯერმე შეეძლო ჟირუს მეტოქის კარების დალაშქვრა, მაგრამ თავდაჯერებულობა აკლდა რის გამოც ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ მატჩი "არსენალის" გამარჯვებით 0-2 დასრულდა.

ვენგერის კლუბისთვის ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ პირველი ორი შეხვედრა ფრედ დაასრულოს და გოლის გატანაც ვერ შეძლეს, ახლა უკვე ეს მათთვის დიდი წინსვლაა, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით "ლივერპულზე". კლუბი, რომლისგანაც მათი ფანები ყოველთვის წარმატებას ელიან სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით იმედებს აცრუებენ, თითქოს "სიტისთან" მატჩის შემდგომ ყველაფერი კარგად იყო, რადგან ფრედ ნათამაშები მატჩის მიუხედავად ისინი კარგად გამოიყურებოდნენ და შეეძლოთ გამარჯვებაც. ეს ყველაფერი არ გამოჩნდა "არსენალთან" მატჩში, ბრენდან როჯერსის კლუბი ისევ კრიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა გახდება. 1962/63 წლის შემდგომ "ლივერპულისთვის" ეს ყველაზე ცუდი შედეგია, მათ სამი მატჩიდან მხოლოდ ერთი ქულის დაგროვება შეძლეს.


სტატისტიკა


პირველი გოლი და ყველაზე ცუდი შედეგი !


პირველი გოლი და ყველაზე ცუდი შედეგი !

პირველი გოლი და ყველაზე ცუდი შედეგი !




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
iventusi_rati 2 სექტემბერი 2012 19:37
რაულიტო,მეც ლივერპულმა გამიმაზა და ბორდომ.
Red_Army 2 სექტემბერი 2012 18:40
ფული არ მქონდა თორემ ზუსტი ვიცოდი ესენი რომ ვერ მოიგებდნენ, პრევიუს როცა ვწერდი მაშინ მივხვდი მაგას lol საღოლ კასორლამ ძალიან მაგრა ითამაშა და ეგ რეინა ხო აღმოჩენაა რა 18
Sportnews 2 სექტემბერი 2012 18:37
აუუ სამი ბილეთი წავაგე და სამივეგან ერთი არ დაჯდა, იმ შელვიმ სადგა მიიღO ყვითელი , ისე ყოჩაღ ავტორ კაია ასეთი დროული სტატია esport
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (179)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა