Image

ოქრიაშვილი: ასეთი მნიშვნელოვანი გოლი არასდროს გამიტანია

საქართველო 08-სექ, 01:469 Sportnews 1894


















თორნიკე ოქრიაშვილი საქართველო-ბელარუსის მატჩის გმირი გახდა. 20 წლის ნახევარმცველი პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდა ეროვნულ ნაკრებში - აქამდე მხოლოდ ამხანაგურებში აქვს ნათამაშები. ყველამ ნახა, რა ოსტატური გოლი გაუტანა ბელარუსებს და თანაც, რა ფასეული. "ოქრის”'გოლის წყალობით, საქართველომ შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო:

თორნიკე ოქრიაშვილი: ძალიან გახარებული ვარ. გავიმარჯვეთ და თანაც, ეროვნულ ნაკრებში პირველივე ოფიციალური მატჩი გოლით აღვნიშნე. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც საჭირო იყო. მეორეში კი, მომენტები გვქონდა.

- გოლის მომენტი გაიხსენეთ. თავიდანვე ჩაფიქრებული გქონდათ, რომ მცველები უნდა მოგეტყუებინათ?

- ჩაფიქრებული მქონდა ის, რაც გავაკეთე. მცველებზე უნდა წავსულიყავი და მადლობა ღმერთს, გამომივიდა. მჭედლიძემ იბრძოლა, კარგი პასი მომცა და ამას მოჰყვა ჩემი გოლი.

- ინდივიდუალური შესრულებით ასეთი გოლი როდესმე გაგიტანიათ? ბავშვობის ასაკს არ ვგულისხმობთ.

- არა, ინდივიდუალური შესრულებით, ასეთი კარგი გოლი არასოდეს... და რაც მთავარია, ასეთი მნიშვნელოვანიც არასოდეს გამიტანია.

ოქრიაშვილი: ასეთი მნიშვნელოვანი გოლი არასდროს გამიტანია


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
iventusi_rati 8 სექტემბერი 2012 11:04
სად უნდა გაეტანა.
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (195)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა