ყენია ნაკრებს დაუბრუნდა

საქართველო 02-ოქტ, 17:209 JFT96 2036


საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა „ჯვაროსანთა“ ის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 12 და 16 ოქტომბერს, ფინეთთან და ბელარუსთან თამაშებისთვის მოემზადება

ეროვნული გუნდი 8 ოქტომბრიდან ფინეთში შეიკრიბება და თამაშამდე დარჩენილი დღეები ადგილზე მოემზადება. გულშემატკივარი უკვე ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ მომავალ ორ თამაშში გუნდს ვერ დაეხმარება გიორგი ლორია, რომელიც 11 სექტემბერს, ესპანეთთან მიღებულ ტრავმას ჯერ კიდევ იშუშებს.

შემადგენლობაში რამდენიმე სიახლეა - ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში პირველად უხმო გორის „დილას“ მცველს - გულვერდ თომაშვილს, რომელსაც აქამდე მხოლოდ ახალგაზრდულ ნაკრებებში ჰქონდა ნათამაშები, ასევე ნაკრებს დაუბრუნდა ლევან ყენია, რომელსაც ქეცბაიასთან მცირე კონფლიქტი ჰქონდა, მაგრამ სასიხარულოდ ყველაფერი მოგვარებულია.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი („კრასნოდარი“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“), ომარ მიგინეიშვილი („ტორპედო“, ქუთაისი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე („კრივბასი“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („გაზ მეთანი“, რუმინეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი („ქაისერისპორი“, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კრასნოდარი“, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე („ბაკი“, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა („ვოლგა“, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი („დილა“, გორი)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“ ლვოვი, უკრაინა), დათო კვირკველია („დილა“, გორი), თორნიკე ოქრიაშვილი („ილიჩევეცი“, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე („არსენალი“ კიევი, უკრაინა), დავით თარგამაძე („ილიჩევეცი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა („დნიპრო“, უკრაინა), ლევან ყენია („კარპატი“ ლვოვი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“ მოსკოვი, რუსეთი), ალექსანდრე გურული („დილა“, გორი), დავით დევდარიანი („ორჰუსი“, დანია)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ირაკლი სირბილაძე („ინტერ ტურკუ“, ფინეთი)


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
iventusi_rati 3 ოქტომბერი 2012 16:17
ყენია ნეტა შეურიგდა ქეჩბას.



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი