ფინეთში ნაკრებმა პირველად ივარჯიშა

საქართველო 09-ოქტ, 22:589 Sportnews 1910


საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა გუნდმა სრული შემადგენლობით სამშაბათს ჰელსინკიში პირველი ვარჯიში ჩაატარა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ოთარ გიორგაძემ “მსოფლიო სპორტს” აცნობა, რომ ნაკრებმა საფეხბურთო კლუბ ჰიკ-ის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა და შეკრებაზე გამოძახებული 24-ივე ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (“კრასნოდარი“, რუსეთი), როინ კვასხვაძე (“ზესტაფონი“), ომარ მიგინეიშვილი (“ტორპედო“);
მცველები: უჩა ლობჟანიძე (“კრივბასი“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (“გაზ მეთანი“, რუმინეთი), გურამ კაშია (“ვიტესი“, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (“ქაისერისფორი“, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (“კრასნოდარი“, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (“ბაქი“, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა (“ვოლგა“, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი (“დილა“);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე - “კარპატი“, უკრაინა), ირაკლი მაისურაძე (“მეტალურგი”), თორნიკე ოქრიაშვილი, დავით თარგამაძე (ორივე - “ილიჩივეცი“, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე (“არსენალი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა (“დნიპრო“, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (“იაგელონია“, პოლონეთი), ჯანო ანანიძე (“სპარტაკი“ მოსკოვი, რუსეთი), ალექსანდრე გურული (“დილა“), დავით დევდარიანი (“ორჰუსი“, დანია);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (“ემპოლი“, იტალია), ირაკლი სირბილაძე (“ინტერი“, ფინეთი).

ფინეთი-საქართველოს მატჩი 12 ოქტომბერს ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. შეხვედრას უკრაინელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება. საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” ჰელსინკიდან პირდაპირ რეპორტაჟს გეგმავს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (122)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი