ჯვაროსნებს ჰელსინკიდან მინსკში ქულა მიაქვთ

საქართველო 13-ოქტ, 12:489 Sportnews 1613


მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფინელებთან ფრედ 1:1 ითამაშა და ქულას დასჯერდა.

„დასჯერდაო“ - იმიტომ ვამბობთ, რომ თამაშის საერთო სურათიდან გამომდინარე, ქეცბაიას გუნდს თავისუფლად შეეძლო მოგება და ქულათა მარაგის გაზრდა.

ანგარიში 56-ე წუთზე გურამ კაშიამ გახსნა, რომელმაც თარგამაძის ჩაწოდების შემდეგ, ორთაბრძოლისას მეურვეს აჯობა და დააბნია და მაყურებელი კარგა ხანს ვერ გაერკვა - ავტოგოლი იყო თუ ბურთს ქართველი მცველი შეეხო. საბოლოოდ, გოლის ავტორად კაშია მოიხსენიეს და ეს გურამის პირველი გოლია ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

62-ე წუთზე, როცა ჩვენი მეტოქე უკვე კაცნაკლული თამაშობდა, ფინელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. სამწუხაროდ, დარჩენილ დროში რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ და მეტი გოლის გატანა ვერ შევძელით.

ფინეთი - საქართველო 1:1 (0:0)

12 ოქტომბერი. ჰელსინკი. „ოლიმპიური სტადიონი“

ფინეთი: მაენპია, მოისანდერი, ურონენი, რაიტალა, ოიალა, რ.ერემენკო, სპარვი, რინგი, ა.ერემენკო, ჰამალაინენი, პუკი (ჰეტემაი 62)

მთ. მწვრთნელი - მიქსუ პაატელაინენი

საქართველო: რევიშვილი, კობახიძე, გრიგალავა, კაშია, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, კანკავა (კაპ), დაუშვილი, თარგამაძე (ყენია 81), ოქრიაშვილი (ანანიძე 67), მჭედლიძე (დევდარიანი 59)

მთ.მწვრთნელი - თემურ ქეცბაია

გოლები: კაშია (56), ჰამალაინენი (62)

გაფრთხილება: ა.ერემენკო, ოქრიაშვილი, ჰეტემაი

გაძევება: ა.ერემენკო (59)

მსაჯი: ევგენი არანოვსკი (უკრაინა)


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (227)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი