ჩიხურამ ზესტაფონი დაამარცხა (+ ვიდეო)

საქართველო 14-ოქტ, 02:119 Sportnews 1812


საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარმა კლუბებმა სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და ამხანაგური მატჩები გამართეს. მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი საჩხერეს საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” დაუპირისპირდა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:


”ზესტაფონი”: მამალაძე, ღონღაძე (რაჟამაშვილი, 64), კაჭკაჭიშვილი, კობახიძე (თედორე გრიგალაშვილი, 46), ელიავა (სამუშია, 68), მენთეშაშვილი (შარიქაძე, 46), იელიჩი (გაგოშიძე, 54), ბაბუნაშვილი (აფციაური, 60), მილხრაუმი (შინდაგორიძე, 46), თორნიკე გრიგალაშვილი, წინამღძვრიშვილი (ბარაბაძე, 64).


”ჩიხურა”:
სომხიშვილი (მწყერაშვილი, 81), ბაკურაძე (მურველაშვილი, 46), ჭელიძე (ძამსაშვილი, 46), საჯაია, ჩიკვაიძე (ბერიანიძე, 46), ოდიკაძე (ქიმაძე, 46), ლომაშვილი (ზაბახიძე, 46), დიღმელაშვილი (მაისურაძე, 46), შარაშენიძე, ნ. კვასხვაძე (დეკანოიძე, 46), გ. ჩხეტიანი.

მატჩის დებიუტშივე ზესტაფონელებს დაწინაურების დიდებული შესაძლებლობა მიეცათ - შეტევის მარცხენა ფლანგზე მასპინძლეთა გერმანელი ლეგიონერის პატრიკ მილხრაუმის კარგი თამაშისა და ზუსტი გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე რატი წინამძღვრიშვილი აღმოჩნდა, თუმცა ბურთი ზუსტად გოგიტა სომხიშვილს გაარტყა. "ვერ გაიტან - გაგიტანენო" - ეს წესი ამ ეპიზოდიდან ზუსტად ერთ წუთში ამოქმედდა - 6-ე წუთზე ზურაბ მამალაძის კარში გაგა ჩხეტიანმა თავით გაიტანა...

გოლამდეც და გოლის შემდეგაც უპირატესობა ზესტაფონელთა მხარეს კი იყო, თუმცა კარგა ხანს მასპინძლები აშკარა საგოლე შანსების განიავებით იყვნენ დაკავებულნი. ბოლო-ბოლო, 29-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით ანგარიში რატი წინამძღვრიშვილმა გააყაიმა, თუმცა, ზუსტად ერთ წუთში, მასპინძელთა დაცვის შეცდომის შემდეგ, გაგა ჩხეტიანმა თავის გუნდი ისევ წინ გაიყვანა.

შეხვედრის მეორე ნახევარში ძალიან ბევრი შეცვლა განხორციელდა, ორივე გუნდის სამწვრთნელო შტაბმა საქმეში უახლოესი რეზერვიც ჩართო. პირველისაგან განსხვავებით, მეორე ტაიმი უფრო თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და შედეგად, მეტოქეებმა თითო გოლი გაცვალეს - 72-ე წუთზე მიზანს თეიმურაზ შარაშენიძის დარტყმამ მიაღწია. ხოლო 82-ე წუთზე, საჩხერელთა გოლკიპერის გაძევებისა და მის კარში დანიშნული კიდევ ერთი 11-მეტრიანის შედეგად, თორნიკე აფციაურმა დღევანდელი დაპირისპირების საბოლოო შედეგის დამფიქსირებელი ბურთი გაიტანა. სტუმართა გამარჯვება ანგარიშით 3-2.

* * *
აქვე მოგახსენებთ იმის შესახებ, რომ ამხანაგური მატჩი გამართა კლუბის მეორე გუნდმაც. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობამ, თბილისში გამართულ შეხვედრაში, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებთან ისპარინგა. როგორც მოგეხსენებათ, 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისათვის ემზადებიან და მზადების გადამწყვეტ ეტაპს შეუდგნენ, ხოლო ზესტაფონელებს, სანაკრებო პაუზის გამო, კალენდარში "ფანჯარა" გამოუჩნდათ და ამით ორივე გუნდმა ნაყოფიერად ისარგებლა. მატჩი ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი გახლავთ ის, რომ 17-წლამდელებისათვის გამარჯვების მომტანი "დუბლი" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ფეხბურთელმა ილია კერძევაძემ შეასრულა. ილიას გარდა, ნაკრების რიგებში გატანილი გოლით თავი დინამოელმა ოთარ კობახიძემ გამოიჩინა, ხოლო ზესტაფონელთაგან "პრესტიჟის" გოლი ნოდარ გაჩეჩილაძის ანგარიშზეა.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მახათაძე (გიორგაძე,46), ჯიქიძე, რობაქიძე, თვალავაძე, კიკნაველიძე, შალამბერიძე (ლეკვეიშვილი, 70), გაჩეჩილაძე, ჭანტურიშვილი, ხუჯაძე (ეგუტიძე, 46), კვერნაძე (ღირდალაძე, 46), სარდალიშვილი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
iventusi_rati 14 ოქტომბერი 2012 10:23
ვა ჩიხურა სერიოზული გუნდია.



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (162)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი