<<>>

როვნულმა ნაკრებმა მინსკში პირველი ვარჯიში ჩაატარა

საქართველო 15-ოქტ, 17:219 Sportnews 1550


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩს მინსკში, ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, გუშინ “ტრაქტორის“ სტადიონზე ივარჯიშა.

“ჯვაროსნები“ ბელარუსის დედაქალაქში გუშინ ჩავიდნენ და მთელი დღე აღდგენით პროცედურებს დაუთმეს, ასე რომ, გასული ვარჯიში პირველი იყო ფინეთთან მატჩის შემდეგ და მან ერთ საათს გასტანა.

ჩვენმა გუნდმა სრული დატვირთვით ივარჯიშა. სასიხარულოა, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მიკროტრავმებიც არ არის.

ვარჯიშის შემდეგ, სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი გააკეთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ.

“ფინეთთან თამაშამდე, ვინმეს რომ ეთქვა, ქულას აიღებთო, ალბათ, კმაყოფილებიც კი დავრჩებოდით და ნორმალურ შედეგად ჩაგვეთვლებოდა, თუმცა, ამ შეხვედრაში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ქულა კი არ ავიღეთ, ქულები დავკარგეთ... ეს ძალიან საწყენია. ასეთ თამაშში გამარჯვების ხელიდან გაშვება კარგი არ არის.

თუმცა. ახლა ფინეთთან თამაში უნდა დავივიწყოთ, რადგან, ჩემი აზრით, წინ უფრო რთული მატჩი გველის და მასზე უნდა მოვახდინოთ სრული კონცენტრაცია. ძალიან კარგი შანსი გვაქვს, ბელარუსებთან წარმატების მიღწევის შემთხვევაში, თამამი განაცხადი გავაკეთოთ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებაზე.

ბელარუსი სერიოზული, მებრძოლი გუნდია და არაფერს ნიშნავს, რომ მათ შესარჩევში, ჯერჯერობით, ყველა მატჩი წააგეს. ისინი აუცილებლად შეეცდებიან, მთელი ძალებით შემოგვიტიონ და მინიმუმ, სწრაფი გოლი გაგვიტანონ. ჩვენი ამოცანა იქნება, გოლი არ გავუშვათ და ჩვენს შანსს დაველოდოთ, რომელიც აუცილებლად გვექნება“.

15 ოქტომბერს, “ჯვაროსნები“ მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს მინსკის “დინამოს“ სტადიონზე ჩაატარებენ, ვარჯიშამდე კი, ამავე სტადიონზე, თემურ ქეცბაია პრესკონფერენციას გამართავს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (69)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (650)
სიტი-რეალი