Image

U17 - პატარა ჯვაროსნები დიდ ტურნირს იწყებენ

საქართველო 30-ოქტ, 12:219 Sportnews 1493


















30 ოქტომბერი, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებისთვის უეფას ოფიციალურ ტურნირებში სადებიუტო მატჩის დღეა. პატარა „ჯვაროსნები“ ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში უკრაინას დაუპირისპირდებიან.

მატჩის წინა დღეს კი, ტრადიციული პრესკონფერენცია და ღია ვარჯიში შედგა. 17-წლამდელებმა „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონის მინდორი მოსინჯეს. ვარჯიშამდე, გუნდის მთავარი მწვრთნელი - გიორგი დევდარიანი სტადიონის მედია-ცენტრში ჟურნალისტებს შეხვდა. მთავარმა მწვრთნელმა მოსამზადებელი ეტაპი შეაჯამა, გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა და შეკითხვებსაც უპასუხა.

„მეტოქეთაგან, ყველაზე კარგად უკრაინას ვიცნობთ. მათი რამდენიმე თამაში გვაქვს ნანახი და გაანალიზებული. პირველ მატჩში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შესარჩევ ტურნირზე ყველა თამაშში მოსაგებად გავალთ. დამაკმაყოფილებელი შედეგი კი, ჯგუფიდან გასვლა იქნება. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ჩვენი სათამაშო სტილი და ვეცდებით, ეს ყველაფერი ჩვენს მეტოქეებს თავს მოვახვიოთ. ჩემს გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა, მირჩევნია, ისინი თავად გაიცნოთ თავიანთი თამაშით, თქვენც და გულშემატკივრებმაც. იმედი გვაქვს, გულშემატკივარი მოვა და მხარს დაგვიჭერს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა გიორგი დევდარიანმა.

პრესკონფერენციის შემდეგ, 17-წლამდელებმა, დაახლოებით, ერთი საათი ივარჯიშეს. „გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, კარგადაც მოვემზადეთ. ერთი სული მაქვს, როდის მოვა ხვალინდელი დღე, რომ მოედანზე გავიდეთ და ვითამაშოთ“ - განაცხადა ნაკრების კარის დარაჯმა ოთო გოშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის 17-წლამდე ნაკრებთა შეხვედრა 30 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე დაიწყება. პარალელურად, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შოტლანდიისა და ლუქსემბურგის მატჩი გაიმართება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (186)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა