Image

ჯაბა კანკავა: რატომ არ გამომიძახეს? ჯერ თემურ ქეცბაიას ჰკითხეთ!

საქართველო 07-ნოე, 12:159 Sportnews 2038


















14 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ეგვიპტესთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელები უკვე დაასახელა.

არავის გაკვირვებია, ქეცბაიამ კვლავ ნაკრებს მიღმა რომ დატოვა მშვენიერ ფორმაში მყოფი თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი და ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი ჯაბა დვალი - ჩვენი ნაკრების სათამაშო სტილი ხომ ტანმაღალ თავდამსხმელებზეა აგებული. მაგრამ ეროვნული ნაკრების თავკაცის სიაში აღარ აღმოჩნდნენ ზურაბ ხიზანიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯაბა კანკავა და ირაკლი სირბილაძე.

განსაკუთრებულად, კითხვები პირველი სამეულის არგამოძახების გამო იბადება.

არაა გამორიცხული, "ქაისერის" მცველის, ხიზანიშვილის გამოუძახებლობა ფინეთისა და ბელორუსის ნაკრებებთან გასვლით შეხვედრებში მის მიერ დაშვებული შეცდომებით აიხსნას. ან კიდევ, შესაძლოა, რომ ზურაბის პოზიციაზე ქეცბაიას სხვა მოთამაშეების გამოცდა სურს.

იგივე თორნიკე ოქრიაშვილის ამბავი ავიღოთ: ბოლო დროს მარიუპოლის "ილიჩევეცის" 20 წლის შემტევი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა. გულშემატკივარს რომ უყვარს, ისეთი ეფექტური ფეხბურთელია.

ეგვიპტესთან თამაში თორნიკეს ძალიან სურდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თბილისში ესპანეთთან, მინსკში კი - ბელორუსთან შეხვედრებში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, მომდევნო მატჩს საფრანგეთთან გამოტოვებს და მიიჩნევს, რომ ალბათ, ქეცბაიამ ამის გამო არ გამოიძახა. აბა, ლოგიკა სხვა მიზეზს გამორიცხავს.

ყველაზე მეტად კი ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას არყოფნა გვაოცებს.

ჯაბა კრივოი როგის "კრივბასიდან" დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" წლეულს დაიბრუნა. თავდაპირველად, უკრაინული კლუბის მთავარი მწვრთნელი, ხუანდე რამოსი 26 წლის ქართველ საყრდენს შეცვლებზე ათამაშებდა, ნაკრების ფეხბურთელს კი სათამაშო პრაქტიკის არქონა აწუხებდა და ესპანელ სპეციალისტს "კრივბასში" გაშვება მოსთხოვა.

მაგრამ ბოლო პერიოდში კანკავას მდგომარეობა კლუბში გამოსწორდა. ბოლო მატჩებში რამოსი ძირითადში ხშირად აყენებს, თემურ ქეცბაიამ კი გუნდის კაპიტნად დანიშნა.

ჯაბა კმაყოფილია იმით, რომ ბოლო დროს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილი "დნიპროს" ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმკვიდრებს, მაგრამ რატომ არ გამოიძახეს ეგვიპტესთან შეხვედრაში, ამ კითხვაზე პასუხი კანკავას არ აქვს და ნაჩქარევი კომენტარის გაკეთებას ერიდება.

"ჯერ ნაკრების მწვრთნელმა უნდა თქვას, რა არის ჩემი გამოუძახებლობის მიზეზი.

მე მიზეზიც არ ვიცი და რა უნდა გითხრათ? ეს ხომ გუნდის მწვრთნელის კომპეტენციაა.

როდესაც მიზეზი გახდება ცნობილი, კომენტარს მერე გავაკეთებ", - გვითხრა კანკავამ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (227)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა