Image

ეროვნულ ნაკრებში ცვლილებებია, დვალი ნაკრებშია!

საქართველო 07-ნოე, 18:289 Sportnews 1548


















საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, 14 ნოემბრის ამხანაგური მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში იძულებითი ცვლილებების განხორციელება მოუხდა.

ეგვიპტესთან ამხანაგური მატჩისთვის, შეკრებაზე თბილისში ვერ ჩამოვლენ ლვოვის „კარპატის“ ქართველი ლეგიონერები - ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი. მათი ჩამოუსვლელობის მიზეზი კი, უკრაინული კლუბის თხოვნა გახდა. „კარპატის“ ხელმძღვანელები უშუალოდ ესაუბრნენ ნაკრების მწვრთნელებს და ვინაიდან, ლვოველებს უკრაინის ჩემპიონატში წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელით, დაუშვილისა და ყენიას გუნდში დარჩენა სთხოვეს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა კი, მათ ნაცვლად ირაკლი ძარიას („დინამო“ თბილისი) და ზურაბ არზიანს („დილა“, გორი) უხმო.

თუმცა, იძულებითი ცვლილებები ამით არ დამთავრებულა. ტრავმები მიიღეს იტალიური „ემპოლის“ ფორვარდმა - ლევან მჭედლიძემ და „ორჰუსის“ ნახევარმცველმა - დავით დევდარიანმა. ნაკრებში გამოძახებულები არიან ვლადიმერ დვალიშვილი („პოლონია“, პოლონეთი) და თორნიკე გორგიაშვილი („ზესტაფონი“). სავიზო პრობლემების გამო, „ჯვაროსნებს“ ვერ დაეხმარება „ორჰუსის“ შემტევი - მათე ვაწაძეც. თემურ ქეცბაიამ უკვე გამოიძახა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი - ჯაბა დვალი („დინამო“ თბილისი).

საქართველოს ეროვნული ნაკრების საწვრთნელი შეკრება 12 ნოემბერს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ დაიწყება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Wertil^ 9 ნოემბერი 2012 10:44
გფფ.გე დან

საქართველოს ნაკრებზე რაც სტატიაა ყველა გფფ.გე დან არის ქოფიი )) ! smile smile
iventusi_rati 8 ნოემბერი 2012 19:26
Wertil^,საიდან არის გადმოკოპირებული.
Wertil^ 8 ნოემბერი 2012 10:40
ამდენი ქოფი რაარი :|
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (204)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა