ნაკრების შემადგენლობა ალბანეთთან მატჩისთვის

საქართველო 25-იან, 01:289 Sportnews 2191


საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2013 წლის პირველ მატჩს ტირანაში ჩაატარებს. თემურ ქეცბაიას გუნდი საერთაშორიო ამხანაგურ შეხვედრას ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

გუნდი წლის სადებიუტო მატჩისთვის მზადებას 4 თებერვალს, ალბანეთის ****ქალაქში დაიწყებს. თამაში კი, 6 თებერვალს, „ქემალ სტაფას“ სტადიონზე თბილისის დროით, 22 საათზეა დაგეგმილი.

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ალბანეთთან მატჩისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („კრასნოდარი“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“ ზესტაფონი)

მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ზურა ხიზანიშვილი („კაისერისპორი“ თურქეთი) ალექსანდრე ამისულაშვილი („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („კრივბასი“, უკრაინა) გია გრიგალავა („ვოლგა“, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი, დავით კვირკველია (ორივე „დილა“, გორი) ილია კანდელაკი („ინტერი“ ბაქო) მამუკა კობახიძე ( „ალანია“ ვლადიკავკაზი, რუსეთი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე „კარპატი“ ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე „დნიპრო“ უკრაინა) დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი ( ორივე „ილიჩევეცი“, უკრაინა), ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“ მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), მათე ვაწაძე („ორჰუსი“ დანია)


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 25 იანვარი 2013 01:33
ჩემი აზრით სწორედ ჰყავს ქეცბაის ფეხბურთელები გამოძახებული, შეიძლებოდა დვალის გამოძახებაც, ისე ამ შემადგენლობით ვათამაშებდი: ლორია, ლობჟანიძე , კაშია , ამისულაშვილი , გრიგალავა , დაუშვილი , კანკავა , თარგამაძე, ყენია, ოქრიაშვილი , მჭედლიძე
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (128)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი