სეტიენი: "ბარსელონა" კარგი ფეხბურთელებით ყოველთვის ინტერესდება

ესპანეთი 01-მაი, 15:069 Sportsman 100
image



"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა "ინტერის" ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მარტინესისთვის, ლეო მესის გვერდზე თამაში ბრწყინვალე მოტივაცია იქნება.

22 წლის არგენტინელ ფეხბურთელს თანამემამულესთან ერთად უკვე ნათამაშები აქვს ეროვნული ნაკრების რიგებში. კიკე სეტიენმა მასზე საუბრის დროს საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ის მნიშვნელოვანი და შესანიშნავი ფეხბურთელია. ბარსელონა ყოველთვის ინტერესდება მსგავსი ფეხბურთელებით.


ფეხბურთში ყოველდღიურად ჩნდება ახალ-ახალი სახელები. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ლეოსთან ერთად თამაში დიდი სტიმული იქნება.


ლაუტარო მარტინესმა მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა. როდესაც საქმე მის სტატისტიკას ეხება, აუცილებელია გავითვალისწინოთ ფაქტი, რომ ის ლუკაკუსთან ერთად თამაშობს ფორვარდის პოზიციაზე.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (133)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)