ხავი: ობამიეანგი და მანე ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, თუმცა ბარსას სხვა სტილის ფორვარდი ჭირდება

ესპანეთი 16-მაი, 19:019 Sportsman 30
image



"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად "ალ სადის" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა, ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარი გააკეთა, როგორც მის ამჟამინდელ ფილოსოფიაზე, ასევე მსოფლიოში მიმდინარე საფეხბურთო მოვლენებზე.

მომწონს გუნდები, რომელიც გამუდმებით დაცვით თამაშს არ თამაშობს. დომინანტი გნდები მომწონს. ჩემი ტაქტიკის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი თავდასხმაა. მომწონს, როდესაც გუნდი თავდასმხაში კარგად თამაშობს. ასევე დიდ უპირატსობას ვანიჭებ ბურთის ფლობას, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს მატჩის მიმდინარეობისას.


იანვარში აბიდალთან და ოსკარ გრაუსთან მოლაპარაკებები მქონდა, მაგრამ ვამჯობინე 'ბარსელონას' მწვრთნელობაზე უარი მეთქვა. ჯერ კიდევ მესაჭიროება გამოცდილება, რის შემდეგაც ასეთი დონის გუნდს გავწვრთნი


რაც შეეხება ლეოს, ის 5-6 წლის განმავლობაში კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს. მსურს მისი ნახვა კიდევ ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. მისი გაწვრთნა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ძალიან დიდი რამაა, ჩვენ ხომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ.


ხავი "ბარსელონასთვის" ფორვარდის შერჩევასაც შეეხო და აღნიშნა, რომ კატალონიურ კლუბს სპეციფიკური ფეხბურთელი ესაჭიროება.

მანე და ობამეიანგი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან. მათ თუ თავისუფალი სივრცე დაინახეს, ჩათვალეთ რომ გოლი გარდაუვალია, მგარამ ბარსელონას ესაჭიროება ფეხბურთელი, რომელმაც იცის, თუ როგორ გადაადგილდეს პატარა სივრცეებში. ასეთი ფეხბურთელის პოვნა მარტივი არ არის. კლუბში ასეთი იყო სამუელ ეტოო და ახლა ლუის სუარესია.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2020 (8)
მაისი 2020 (131)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)