"ის სიურპრიზს გიმზადებთ!" - სასიამოვნო ამბავი პერესის საზაფხულო ტრანსფერებზე

ტრანსფერები 08-ივნ, 15:419 Sportnews 213
image



ესპანური მედია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციითაა სავსე, მაგრამ ყველა სპორტული გამოცემა ერთხმად ამბობს, რომ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი "ლოს ბლანკოსის" სრულ გარდაქმნასა და რეორგანიზაციას გეგმავს.

ზემოაღნიშნულს ადასტურებს ესპანური რადიო სადგურის "Onda Cero"-ს ერთ-ერთი ჟურნალისტი ხოსე რამონ დე ლა მორენა. მისი თქმით, ცვლილებები
გარდაუვალია.

"ფლორენტინო პერესს მადრიდის "რეალში" სრული რევოლუციის მოწყობა სურს."

"ამ ზაფხულს პერესი "სამეფო კლუბში" დიდ ცვლილებებს გეგმავს."

"პერესს კარგად ვიცნობ. ვიცი, რომ მას გულშემატკივრების გახარება სურს და მათ სიურპრიზს უმზადებს."

"მადრიდისტებისთვის კარგი ამბები მზადდება, დიდებული სიახლეები, ის ამ ყველაფერზე უკვე მუშაობს."
- აცხადებს ჟურნალისტი.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (48)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)