ადრიანო გალიანი: ფაბრეგასი არსენალში დარჩება

ტრანსფერები 28-ივლ, 23:129 SportsMan 2046


,,ფაბრეგასი არ შეუერთდება ,,მილან”-ს ამ ზაფხულს. ,,არსენალი-ს” ფეხბურთელი ღირს ასტრონომიული თანხა და ამ მომენტისთვის ნამდვილად არ შედის მისი შეძენა ჩვენი კლუბის ინტერესებში” -- აცხადებს მილანის ვიცე პრეზიდენტი ადრიანო გალიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ფაბრეგასი კვლავ განაგრძობს მოლაპარაკებებს ,,ბარსელონა”-სთან,
გალიანი ფიქრობს, რომ 24 წლის ფლეიმეიქერი გუნდს არ დატოვებს.

,,ესპანელი ნახევარმცველი დარჩება ,,არსენალი”-ს რიგებში, შორეულ მომავალში კი, ვფიქრობ, რომ გადავა ,,ბარსელონაში”-აცხადებს გალიანი ,,La Gazzetta dello Sport”-თან ინტერვიუში.

,,მილანი”-ს ვიცე პრზიდენტი ასევე, აკეთებს კომენტარს შვაინშტაიგერის ტრანსფერთან დაკავშირებით, რომლის შესახებ ბევრი იწერებოდა სპორტულ ჟურნალ-გაზეთებში.

,,შვაინშტაიგერი? არა, ის არის საკვანძო ფიგურა ,,ბაიერნ”-ში, ასე რომ გერმანელი ფეხბურთელი ჩვენი სამზნე ობიექტი არ არის.
საკმაოდ ბევრს საუბრობენ ,,მისტერ იქს”-ზე, თუ ჩვენ მოვახერხებთ ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას, ეს ცნობილი გახდება მხოლოდ აგვისტოში.”

,,მილან”-მა უკვე იყიდა შემდეგი ფეხბურთელები: მექსესი, შაარავი და ტაივო, ასვე დიდი შანსია, რომ ,,როსონერები”-ს რიგებში ვიხილოთ ,,ფიორენტინა”-ს ნახევარმცველი რიკარდო მონტოლივო.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
vala 7 აგვისტო 2011 22:46
იყიდეთ ერთხელ და სამუდამოდ, თქვენც დაისვენეთ და ჩვენც დაგვასვენეთ.



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (150)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი