ნაკრები ტირანაში ემზადება

უცხოური ფეხბურთი 05-თებ, 13:219 Sportnews 1389


გუშინ საღამოს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთის ****ქალაქში შეიკრიბა და პირველი ვარჯიშიც გამართა. უკვე ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ნაკრებთან ერთად არ იმყოფება ალექსანდრე ამისულაშვილი, რომელიც ტირანაში ტრავმის გამო ვერ გაემგზავრა.

საბოლოოდ, ქეცბაიას განკარგულებაში 21 ფეხბურთელია, რომლებმაც საღამოს "ქემალ სტაფას" სტადიონზე, დაახლოებით, ერთსაათიან ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა. ჩვენი უპირველესი გუნდი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, სასტუმრო "Tirana International" - შია დაბინავებული. შეგახსენებთ, რომ ალბანეთთან ამხანაგური მატჩი ბოლო მოსამზადებელი ტესტია მარტში, საფრანგეთის ნაკრებთან შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ. ამ მატჩს თავისი ოფიციალური შეხვედრისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს ჩვენი მასპინძელიც, რომელიც ნორვეგიას დაუპირისპირდება.

საღამოს ვარჯიშის შემდეგ, სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მცირე კომენტარი გააკეთა "ჯვაროსნების" ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა - ზურაბ ხიზანიშვილმა. "ალბანეთთის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია, როგორც ამხანაგურ, ისე - ოფიციალურ შეხვედრებში. შემიძლია ვთქვა, რომ მათ ადრე უფრო გამორჩეული და ცნობილი ფეხბურთელები ჰყავდათ. მართალია, ჩვენ მათ ბოლო თამაში თბილისში მოვუგეთ, მაგრამ ეს მატჩი რადიკალურად განსხვავებული იქნება. ცუდია, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა, რადგან კარგი იქნებოდა, ყველა ვყოფილიყავით და ამ თამაშშიც ყველას მიეღო მონაწილეობა. მოგეხსენებათ, მარტში რა სერიოზული გასვლითი მატჩი გველის საფრანგეთთან და მთავარი მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია, საქმეში ყველა ენახა..." - განაცხადა ნაკრების მცველმა.

ამასობაში, ალბანელთა მთავარმა მწვრთნელმა - ჯანი დე ბიაზიმაც დაასახელა თავისი გუნდის შემადგენლობა, რომელიც ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით გავრცელდა:

მეკარეები: სამირ უიკანი ("კიევო", იტალია), ეტრიტ ბერიშა ("კალმარი", შვედეთი)

მცველები: ანდი ლილა ("იანინა", საბერძნეთი), კრისტი ვანგიელი ("ჩერნომორეცი", უკრაინა), ლორიკ ჩანა ("ლაციო", იტალია), დებატიკ ცური ("გენჩლერბირლიგი", თურქეთი), მერგიმ მავრაი ("ფიურტი", გერმანია), ანსი აგოლი ("ყარაბაღი", აზერბაიჯანი), ელსეიდ ჰუსაი ("ემპოლი", იტალია)

ნახევარმცველები: ემელიანო ვილა ("იანინა", საბერძნეთი), იამირ ჰუკა, ბურიმ კუკელი (ორივე "ლუცერნი", შვეიცარია), არმანდო ვაიუში ("ლიტექსი", ბულგარეთი), ალბან მეჰა ("პადერბორნი", გერმანია), ელის ბაკაი ("ჩერნომორეცი", უკრაინა), ოდისე როში ("ფრანკფურტი", გერმანია)

თავდამსხმელები: ედგარ ჩანი ("კატანია", იტალია), ბექიმ ბალაი ("სპარტა", ჩეხეთი), ბრესარტ ბერიშა ("ბრისბენი", ავსტრალია), არმანდო სადიკუ ("ლუგანო", შვეიცარია), ერიონ ბოგდანი ("სიენა", იტალია)

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების 2013 წლის პირველი ოფიციალური, ამხანაგური მატჩი 6 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე ტირანაში, "ქემალ სტაფას" სტადიონზე დაიწყება.

ვინაიდან, ჯერ კიდევ გაურკვეველია ალბანეთიდან მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის საკითხი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუდმივ კავშირშია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან, რომელიც, თავის მხრივ, მოლაპარაკებებს აწარმოებს თავის პარტნიორ კომპანიებთან. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საკითხი დღის განმავლობაში გაირკვევა და ყველა სიახლეს სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდისა და ჩვენი ფეისბუქის ოფიციალური გვერდის მეშვეობით შეიტყობთ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (14)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)