რეალს დეპორტივოსთან ალონსო და ბენზემა დააკლდება

უცხოური ფეხბურთი 22-თებ, 20:509 Sportnews 1464


მადრიდის "რეალს" ლა ლიგის მორიგ შეხვედრაში, რომელშიც "სამეფო გუნდი" "დეპორტივოს" დაუპირისპირდება ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება.

სერხიო რამოსი რომ ვერ შეძლებდა "დეპორტივოსთან" თამაშს, ეს უკვე წინა კვირაში იყო ნათელი, რადგან ფეხბურთელმა "რაიო ვალეკანოსთან" წითელი მიიღო. დღეს კი გახდა ცნობილი, რომ "რეალს" ასევე დააკლდება ჩაბი ალონსო და კარიმ ბენზემა, რომელიც მწვრთნელის გადაწყვეტილებით განაცხადში ვერ მოხვდნენ.

ჩაბი ალონსოს მცირე ტრავმა აქვს, ამიტომ პორტუგალიელი მწვრთნელი არ აპირებს გარისკვას და ესპანელ ფეხბურთელს დასვენების საშუალებას აძლევს, რაც შეეხება ბენზემას, ფრანგი ფეხბურთელი მოურინიომ დასაჯა და განაცხადში არ შეიყვანა, რადგან ბენზემამ ბოლო დროს ძალიან მოუკლო თამაშს.

მიუხედავად იმის, რომ გონსალო იგუაინი, რომელიც ასევე დასჯილი იყო მწვრთნელის მიერ განაცხადში მოხვდა, ესპანელი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის ძირითადში ვერ მოხვდება და კვლავ სასტარტო შემადგენლობაში ახალგაზრდა მორატა გამოჩნდება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (165)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი