კასილასი: რეალმა დამსახურებულად მოუგო ბარსელონას

უცხოური ფეხბურთი 27-თებ, 21:519 Sportnews 1695


გუშინ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოს ნაცვლად არა აიტორ კარანკა, არამედ იკერ კასილასი გამოცხადა, კაპიტანი გახარებული იყო თავისი გუნდის გამარჯვებით და მის გუნდს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ხელის მოტეხილობის გამო იკერ კასილასი "რეალს" ვერ ეხმარება, ესპანელი მეკარე დაახლოებით მარტის შუა რიცხვებისთვის დაბრუნდება.

"რეალმა" "ბარსელონას" ტაქტიკურად აჯობა და დამსახურებულადაც გავიდა ფინალში, რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრებში თავის სათქმელს ამბობს, ის გუნდის შემკვრელი ძალაა"

"მანჩესტერთან" პირველი შეხვედრის შედეგიც ანალოგიურია, ამიტომ იქაც ისე უნდა ვითამაშოთ როგორც დღეს, გავიტანოთ გოლი და ვეცადოთ კარი მაქსიმალურად მშრალად შევინახოთ, ყველა ჩვენგანმა იცის, რომ "ოლდ ტრაფორდზე" თამაში ძალიან რთულია"

"როდესაც ქვეყნის ჩემპიონატში ცუდად მიდის საქმეები, გუნდი ცდილობს აქცენტი თასზე და ლიგაზე გააკეთოს, მაგრამ შემდეგ შეხვედრაში, სადაც ჩვენ კვლავ "ბარსელონას" ვხვდებით უნდა მოვიგოთ, რომ ჩამორჩენა შევამციროთ"
-განაცხადა კასილასმა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 28 თებერვალი 2013 13:17
Magic,
ვერ დაგეთანხმები wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Magic 28 თებერვალი 2013 00:30
ბარსელონას რაც გინდა ის უქენით მარა მანჩესტეთან უნდა წააგოთ:D



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (247)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი