ტიმ კრული ანჟისთან საეჭვოა

უცხოური ფეხბურთი 03-მარ, 08:089 rondo 1490


"ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ შიშობს,რომ მათი 24 წლის ჰოლანდიელი მეკარე ტიმ კრული შეიძლება 4-5 კვირით გამოაკლდეს გუნდს, რადგან მან ბოლომდე ვერ მოიშუშა ტერფის ტრავმა.

სავარაუდოდ ტიმ კრული ევროპის ლიგის ორივე შეხვედრას გამოტოვებს მახაჩყალის "ანჟის" წინააღმდეგ.
ჰოლანდიელმა კიპერმა ევროპის ლიგის წინა ტურში ჯონათან კრისტალდოსთან შეჯახების დროს დაიზიანა ტერფი,როდესაც "კაჭკაჭები" ხარკოვის "მეტალისტს" ხვდებოდნენ .

"მისი ტერფი ცოტა გასიებულია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კრული მაქსიმუმ 4-5 კვირაში დაუბრუნდება მოედანს, მაგრამ ვიმედოვნებთ ,რომ ეს გაცილებით ადრე მოხდება",-განაცხადა "ნიუკასლის"დამრიგებელმა ალან პარდიუმ.

24 წლის კრულმა წლევანდელი სეზონის პრემიერ ლიგის გათამაშებაში 22 შეხვედრა ჩაატარა.
ასევე ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ევროპის ლიგაზე.

ასევე უნდა ითქვას, რომ "ნიუკასლის" სათადარიგო მეკარე სტივ ჰარპერიც ტრავმირებულია. იმ შემთხვევაში , თუ კრული და ჰარპერი უახლოეს დღეებში ვერ გამოჯანმრთელდებიან , მაშინ ალან პარდიუს მოუწევს რობ ელიოტის დაყენება ,რომელიც გუნდში მესამე მეკარეა და გასულ კვირას "საუთჰემპტონთან" 4-2 მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა დებიუტი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (127)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი