<<>>

დინამო ჩემპიონობას მიუახლოვდა

უცხოური ფეხბურთი 07-აპრ, 12:099 Sportnews 1752


გუშინ საქართველოს ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩები გაიმართა, ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში ჩატარებული მატჩი "დილასა" და "ტორპედოს" შორის იყო.

გუშინდელი ტურის წინ პირველ ადგილოსან "დინამოს" და მეორე ადგილოსან "დილას" შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულა იყო, ორივე გუნდისთვის ტურნირზე გადაწყვეტ ეტაპზე შესვლისას თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. გუშინდელ ტურში "დინამოსაც" და "დილასაც" ძლიერი მეტოქეები ჰყავდათ.

გორში გამართული შეხვედრა უფრო ადრე დაიწყო, როგორც მოგახსენეთ, ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "დილა" "ტორპედოს" მასპინძლობდა. ქუთაისელები მესამე ადგილისთვის იბრძვიან, რომ ევროტურნირის შესარჩევზე მოხვდნენ. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ "ტორპედოს" გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ამ გამარჯვებით "ტორპედომ" მესამე ადგილზე აინაცვლა.

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (0:2)


6 აპრილი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.


დილა: შეყრილაძე, ალადაშვილი, კვახაძე, თოთაძე (მოდებაძე, 46), კვირკველია (კ), გვალია, ირაკლი მაისურაძე, არზიანი (გოგუა, 46), კახელიშვილი (ლეონარდო, 46), გორელიშვილი, ჟუნიორი.


მთავარი მწვრთნელი: ვალდას ივანაუსკასი


ტორპედო: მიგინეიშვილი, ზაზა ჭელიძე, გიორგი ონიანი, ტაბატაძე, გიორგი გურული, გიგაური, გიორგი დათუნაიშვილი, კუხიანიძე (ფირცხალავა, 35), ელგუჯა გრიგალაშვილი, დოლიძე (ტუღუში, 59), ბერიაშვილი (ვალერი ბოლქვაძე, 87).


მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე


გოლები: 0:1 ბერიაშვილი (3), 0:2 ბერიაშვილი (4), 1:2 მოდებაძე (87)


გაფრთხილებები: ტაბატაძე (5), კახელიშვილი (38), ფირცხალავა (70), ტუღუში (86)


მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.



"დინამომ" თავიანთი შეხვედრის დაწყებამდე უკვე იცოდნენ, რომ მის კონკურენტს, "დილას" მატჩი წაგებული ჰქონდა და მოგების შემთხვევაში 4 ქულამდე გაზრდიდა ჰანდიკაპს. დიახ ყველაფერიც სწორედ ასე განვითარდა, "დინამომ" "ჩიხურა" ადვილად 3-0 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე "დინამო" 4 ქულით უსწრებს "დილას", თუმცა ეს არაფრის გარანტი არ არის, რადგან თბილისურ გუნდს რთული კალენდარი აქვს, რაც მთავარია გორში უწევს ჩასვლა "დილას" წინააღმდეგ სათამაშოდ.

დინამო 3:0 ჩიხურა

გოლები: 1:0 ჩისკო 28’

2:0 ხმალაძე 34’

3:0 ჩისკო 62’

დინამო: ლორია, ძარია (ალვარო 70'), გლიშიჩი, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, კოტო, მერებაშვილი, ჩისკო (დვალი 73'), უსტარიცი, გრაიციარი (პაპავა 85')

ჩიხურა: სომხიშვილი, ბერიანიძე, ჭელიძე, ჩიკვაიძე, ლომაშვილი (ქიმაძე 73'), გოცირიძე (ნადირაძე 73'), დეკანოიძე, ჩხეტიანი (დემეტრაშვილი 61'), ძამსაშვილი, კვასხვაძე, კაშია

დინამოსა და დილას დარჩენილი 6 ტური

14 აპრილი: ჩიხურა-დილა ; ზესტაფონი-დინამო
19 აპრილი: ზესტაფონი-დილა ; ზუგდიდი-დინამო
27 აპრილი: დილა-დინამო
4 მაისი: ზუგდიდი-დილა ; დინამო-ტორპედო
12 მაისი: ჩიხურა-დინამო ; ტორპედო-დილა
18 მაისი: ჩიხურა-დილა ; დინამო-ზესტაფონი




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 7 აპრილი 2013 12:37
წელს დინამო ჩემპიონი გახდება
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (87)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი