სანტოსმა ბარსელონას უარი უთხრა

უცხოური ფეხბურთი 19-მაი, 11:259 Sportnews 2246


სანტოსის" ვიცე-პრეზიდენტმა ოდილიო როდრიგესმა ნეიმარის ტრანსფერზე ისაუბრა, როდრიგესმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"არანაირი შეთანხმება არ არსებობს, უბრალოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენ შევხვდით "ბარსელონას" პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, მაგრამ მათი შემოთავაზება არ იყო კარგი, ამიტომ უარი განვუცხადეთ"

სანტოსმა ბარსელონას უარი უთხრა


"ჩვენ ვიცით, რომ მალე მოლაპარაკების მაგიდასთან მადრიდის "რეალის" წარმომადგენლებთანაც დავჯდებით, მაგრამ ნეიმარის ტრანსფერს დიდ წილად თავად ფეხბურთელი გადაწყვეტს"
-განაცხადა "სანტონის" ვიცე-პრეზიდენტმა ოდილიო როდრიგესმა.

ადრე ვრცელდებოდა ჭორები, რომ მადრიდის "რეალი" მზად არის 120 მილიონი გადაიხადოს ნეიმარის სანაცვლოდ,თუმცა როგორც ჩანს "რეალსა" და "სანტოს" შორის მოლაპარაკება ჯერ არ გამართულა , ერთი რამ უეჭველი და ნათელია, მადრიდული გუნდი ფინანსური თვალსაზრისით ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე "ბარსელონა", თან კატალონიურ გუნდს სამ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება და ერთ ფეხბურთელისთვის ამხელა თანხას ვერ დახარჯავენ.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (44)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)