Image

საქართველო ირლანდიაში ირლანდიისთვის ემზადება - ნაკრები დუბლინშია

უცხოური ფეხბურთი 30-მაი, 12:499 Sportnews 1218


















საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ირლანდიის დედაქალაქშია. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, თემურ ქეცბაიას გუნდი დუბლინში ადგილობრივი დროით 18 საათზე ჩავიდა.

ირლანდიაში გასამგზავრებლად საქართველოს ნაკრებს ავიალაინერის გამოცვლა დასჭირდა. ეროვნულმა ნაკრებმა თბილისიდან კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ კუთვნილი თვითმფრინავით გეზი ირლანდიისკენ დილის 11 საათზე აიღო. ერთსაათიანი ფრენის შემდეგ კი, პილოტმა კვლავ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნება გადაწყვიტა. მიზეზად ტექნიკური პრობლემა დასახელდა, რომელიც ავიალაინერს ფრენის დროს შეექმნა.

საქართველო ირლანდიაში ირლანდიისთვის ემზადება - ნაკრები დუბლინშია


გუნდი თბილისის აეროპორტში დაბრუნდა. ავიაკომპანიის ახალი ლაინერის მომზადების შემდეგ კი, ნაკრები დუბლინში გაემგზავრა.
გაუთვალისწინებელი პრობლემების გამო, ეროვნულ ნაკრებს 29 მაისს დანიშნული ვარჯიში გაუუქმდა. ჩვენი გუნდი ირლანდიის დედაქალაქში 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩავიდა. ნაკრებს ადგილზე დახვდა „ორჰუსის“ ქართველი ლეგიონერი - დავით დევდარიანი.
ნაკრები დუბლინის ცენტრიდან 15 წუთის დაშორებით, Radisson Blu St. Helen - ის სასტუმროში დაბინავდა. ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა მომავალი მეტოქის თამაშს პირდაპირ ეთერში უყურეს. ირლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა უემბლის სტადიონზე ინგლისთან 1:1 ითამაშა (ირლანდიელთაგან გოლი ლონგის ანგარიშზეა).
საქართველოს ნაკრები 2 ივნისამდე ყოველდღიურად ერთჯერად ვარჯიშებს, ადგილობრივი დროით 18 საათზე, Wayside Celtic- ის მოედანზე გამართავს. ირლანდიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 2 ივნისს, დუბლინის „ავივას“ სტადიონზე, თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება.

თემურ ქეცბაია: „ხანგრძლივი და უცნაური მოგზაურობა კი გამოგვივიდა, მთელი დღე გზაში ვიყავით, მაგრამ რაც მთავარია, მშვიდობით ჩამოვედით და დავბინავდით. მშვენიერი სასტუმროა და ყველანაირი პირობები იმისათვის, რომ თამაშისთვის კარგად მოვემზადოთ. წინ კიდევ ოთხი დღე გვაქვს. ირლანდიის ნაკრების ბოლო თამაშსაც ერთად ვუყურეთ და იმედი მაქვს, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რომ კიდევ ერთხელ გაახარონ ქართველი გულშემატკივარი. ორი რთული თამაში გველის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დადებითი შედეგის მისაღწევად.“


სფფ-ის პრესსამსახური

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (204)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა