რეალი ახალგაზრდავდება

უცხოური ფეხბურთი 23-ივნ, 14:509 Sportnews 2381


ბოლო რამდენიმე წელი მადრიდის "რეალი" ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყიდულობს და გუნდი სულ უფრო ახალგაზრდავდება, აღნიშნული ტენდენცია წლევანდელ წელსაც გრძელდება.

გუნდში 21 წლის დანი კარვახალი დაბრუნდა "ლევერკუზენიდან", ასევე "სამეფო გუნდმა" ოფიციალურად გამოისყიდია კაზემირო, რომლის ასაკიც ასევე 21 წელია, ასევე ამ ასაკის არის ისკო, რომელიც "რეალი" ოფიციალურად იქით კვირაში გაიფორმებს. "რეალის" თვალთახედვის არეში ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, ასევე პირველ გუნდში დააწინაურებენ ალვარო მორატას და ხესეს, რომელთა ასაკიც 20 წელს არ აღემატება, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რაფაელ ვარანე, რომელიც ჯერ მხოლოდ 19 წლის არის და "რეალის" ძირითადის ფეხბურთელია.

რეალი ახალგაზრდავდება


ამის გარდა, "რეალს" ნელ-ნელა ტოვებენ ის ფეხბურთელები, რომელთა ასაკიც 30 წელს აღემატება, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის დროს ორმა ფეხბურთელმა დატოვა რიკარდო კარვალიუ (35 წლის) და მაიკ ესიენი (30 წლის), ასევე შეიძლება გუნდი დატოვოს რიკარდო კაკამაც, როგორც ჩანს შემდეგ სეზონში "რეალის" საშუალო ასაკი 25 წელს არ აღემატება.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (49)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)