<<>>

თბილისის დინამოს მეტოქეები - ყველაფერი ფარერებზე გადაწყდება

უცხოური ფეხბურთი 03-ივლ, 12:449 Sportnews 1775


2 ივლისს ჩემპიონთა ლიგის 2013-14 წლების სეზონის გათამაშება დაიწყო. უპრესტიჟულესი ევროტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ ორი წყვილია, ჩვენს ინტერესს კი ანდორული "ლუსიტანოსისა" და ფარერული "სტრეიმურის" დაპირისპირება იწვევს, რადგან ამ წყვილში გამარჯვებული მეორე რაუნდში თბილისის "დინამოს" მეტოქე იქნება.

წყვილის ფავორიტად ფარერელები მიიჩნევიან, თუმცა 2 ივლისს გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი ანდორელთა კარნახით წარიმართა და შესვენებაზე მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

თბილისის დინამოს მეტოქეები - ყველაფერი ფარერებზე გადაწყდება


თუმცა მატჩის მეორე ნახევარში კუნძულელები გამოცოცხლდნენ და დროის ორწუთიან მონაკვეთში ორი ბურთის გატანა შეძლეს.

"სტრეიმურმა" წყვილის ფავორიტის სტატუსი გაიმყარა, მაგრამ ყველაფერი ერთი კვირის შემდეგ გადაწყდება.

საპასუხო შეხვედრა ფარერებზე 9 ივლისს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
ლუსიტანოსი (ანდორა)-სტრეიმური (ფარერები) 2:2
1:0 მარტინესი (24. პენ), 2:0 მარტინესი (29), 2:1 ა. ჰანსენი (67), 2:2 ლ. ჰანსენი (69. პენ.)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (50)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (209)
მარტი 2020 (653)
სიტი-რეალი