U21 - სლოვაკეთმა მინიმალურად გვაჯობა...

უცხოური ფეხბურთი 10-სექ, 09:299 Sportnews 1330


საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, სლოვაკეთთან ევროშესარჩევის მატჩი მინიმალური სხვაობით - 0:1 წააგო.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ლუქსემბურგიდან სლოვაკეთში 7 სექტემბერს ჩავიდა და მზადება იქ განაგრძო. სენეცის ეროვნული ნაკრების საწვრთნელი კომპლექსი, სადაც ეს მატჩი გაიმართა, ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რადგან წელს, გიორგი დევდარიანის 17-წლამდე ნაკრებმა, სწორედ, აქ გაიარა ელიტრაუნდისწინა საწვრთნელი შეკრება. სენეცის სტადიონი 4 ათასამდე გულშემატკივარს იტევს.

მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ სწრაფ ტემპში წარიმართა. სამწუხაროდ, მასპინძლებმა მატჩის დებიუტშივე შეძლეს დაწინაურება ზრელაკის გოლით. ამის შემდეგ, თამაში ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. ძალიან აქტიური იყო გიორგი ჭანტურია, მაგრამ წინა მატჩისგან განსხვავებით, ქართველ შემტევს სლოვაკებთან არ გაუმართლა.

სამწუხაროდ, შესარჩევი ეტაპის პირველ ორ მატჩში მხოლოდ სამი ქულა ავიღეთ. არადა, ოქტომბერში გაცილებით რთული გამოცდა გველის, როცა თბილისში შოტლანდიისა და ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრებები ჩამოვლენ.
9 სექტემბერი, 2013. სენეცი. ეროვნული ნაკრების საწვრთნელი კომპლექსი

სლოვაკეთიU21 – საქართველოU21 1:0 (1:0)
სლოვაკეთიU21: ლე გიანგი, პაუშეკი, დიონატანი, გიომბერი, მაზანი, ზრელაკი, ლაშიკი, სკვარკა (ლობოტკა 46), პაური (ჰროშოვსკი 59), ლალკოვიჩი (მესაროში 78), შრანცი
მთ.მწვრთნელი - ივან გალადი
საქართველოU21: ნადირაძე, ტვილდიანი, უბილავა, კობახიძე, ყაზაიშვილი, პარუნაშვილი, პაპავა, კვეკვესკირი (კაპ), ს.კვირკველია (ჯიღაური 68), სხირტლაძე, გ.ჭანტურია
მთ.მწვრთნელი - ალექსანდრე ჩივაძე
გოლი: ზრელაკი (18)
გაფრთხილება: შკვარკა, პაური, კვეკვესკირი, ჭანტურია, უბილავა
მსაჯი: ალან-მარიო სანტი (მალტა)
ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ჰოლანდიის ნაკრებმა მინიმალური უპირატესობით - 1:0 დაამარცხა ლუქსემბურგის გუნდი.
სფფ-ის პრესსამსახური


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
F.C.D.T 10 სექტემბერი 2013 18:17
კაი გუნდია ამათი იმედი მაქ!



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (247)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი