Image

პერესის ჩუმი ჩანაფიქრები: რამოსი out , მესი in

უცხოური ფეხბურთი 28-დეკ, 20:559 Sportnews 2660


















მადრიდის "რეალის" ვიცე-კაპიტნის სერხიო რამოსის საქმეები ბოლო დროს ცუდად მიდის, ესპანელი მცველი ვერა დგას სათანადო დონეზე და კრიტიკის ქარ-ცეცხლშია. ესპანეთში ვისაც არ ეზარება ყველა მას აკრიტიკებს.

რა თქმა უნდა რამოსის ასეთ თამაში არც "რეალის" მთავარ მწვრთნელს ანჩელოტის მოსწონს, მან ფეხბურთელისადმი უკმაყოფილება რამდენჯერმე საჯაროდაც გამოხატა, ესპანურ მედიასაც თუ დავუჯერებთ რამოსს კარგი ურთიერთობა არც პრეზიდენტთან, პერესთან აქვს, რამოსი განაწყენებულია, რომ კონტრაქტის გაუმჯობესებაზე უარს ეუბნებიან, ყოველივე ამის შემდეგ კი ესპანელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ სერხიო "რეალს" დატოვებს.

მეორე ბანაკშიც ანალოგიური სიტუაცია, მესიც ვერ გრძნობს მთლად კონფლიქტურად "ბარსელონაში", არგენტინელმა რამდენიმე დღის წინ გუნდის ვიცე-პრეზიდენტს შეუტია, ტრავმიანობის გამო ბოლო დროს მესიმ აშკარად მეორე პლანზე გადაიწია, მისთვის კი რბილად რომ ვთქვათ ეს არასასიამოვნა. გაუმჯობესებული კონტრაქტი კი მესისაც უნდა.

პერესის ჩუმი ჩანაფიქრები: რამოსი out , მესი in


თუ ერთ-ერთ უცხოურ გამოცემას დავუჯერებთ პერესს მაცდური ჩანაფიქრები აქვს, ფლორენტინომ ვერა და ვერ მოიყვანა გუნდში ისეთი ფორვარდი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში არ დააღალატებს გუნდს და მადრიდული ქომაგების იმედებს გაამართლებს, პერესი, რომელიც მეგა ტრანსფერების ექსპერტია, მისთვის კი მესი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც მის მიზნებს სრულად აკმაყოფილებს. აღნიშნული გამოცემა იმასაც ამტკიცებს, რომ პერესი მესის ხელში ჩაგდებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თუ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს შეელევა, ასეთი კი შეიძლება რამოსი აღმოჩნდეს, თავის მხრივ კატალონიური გუნდიც არ იქნება წინააღმდეგი მცველის დამატებით.

რამდენად რეალურია ეს მოსაზრება თავად გადაწყვიტეთ, ყოველდღე უცხოური და განსაკუთრებით ესპანური გამოცემები უამრავ ჭორებს ავრცელებს, მაგრამ ისეთი ტრანსფერები ხორციელდება, რომ მაინც ნურაფერს გამოვრიცხავთ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (210)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა