Image

რონალდუ: ალონსო შეუცვლელია

უცხოური ფეხბურთი 28-დეკ, 23:299 Sportnews 1196


















კრიშტიანუ რონალდუ და ხაბი ალონსო ეს ის ორი ფეხბურთელია, რომლებიც ერთმანეთზე სულ აღმატებით ხარისხში საუბრობენ და ერთმანეთის შესახებ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ, ამჯერად მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჩაბი ალონსოზე ისაუბრა, "რეალის" 7 ნომერი აცხადებს, რომ ალონსო შეუცვლელია.

როგორც მოგეხსენებათ, ჩაბი ალონსოს მიმდინარე სეზონის ბოლოს "სამეფო გუნდთან" კონტრაქტი ეწურება და ჯერაც გაურკვეველია გააგრძელებს თუ არა ესპანელი "რეალში" თამაშს. ახალი კონტრაქტი ჯერაც ხელმოუწერელია და უცნობია შეთანხმდება თუ არა ფეხბურთელი და გუნდი. რონალდუს სიტყვები, საფუძველ მოკლებული მართლაც არაა, რადგან "რეალმა" ერთხელ უკვე სცადა ალონსოს სტილის მოთამაშის გუნდზე მორგება, ნური შაჰინი იგულისხმება, მაგრამ აღნიშნული პროექტი ჩავარდა, ახლა გუნდმა დიდი ინვესტიცია ილარამენზე ჩადო, მაგრამ ჯერ ახალგაზრდა ფეხბურთელს ბევრი აქვს დასამტკიცებელი, რომ ალონსო შეცვალოს.

რონალდუ: ალონსო შეუცვლელია


მოგეხსენებათ, პორტუგალიელიც და ესპანელიც "რეალს" ერთად 2009 წლის ზაფხულში შეურთდნენ, რონალდუ აცხადებს: "ხაბი ალონსო შეუცვლელია, მისი დაბრუნება გუნდს ნამდვილად წაადგა და ამას ჩვენი შედეგიც ადასტურებს, ვფიქრობ, მან გუნდი არ უნდა დატოვოს"

რონალდუს, გარდა ალონსოს გუნდში დარჩენისკენ სხვა თანაგუნდელებმაც მოუწოდეს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (210)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა