ხესე და ხოსე

უცხოური ფეხბურთი 05-თებ, 12:019 Sportnews 1812


უნიჭიერესმა ხესე როდრიგესმა ისევ ძალიან კარგად ითამაშა და მორიგი გოლი გაიტანა. 20 წლის ფორვარდის ანგარიშზე სულ 3 ბურთია, მაგრამ სამივე გოლი მან გრანდების კარში, თანაც მათ სტადიონებზე გაიტანა. ხესემ ჯერ "ნოუ კამპზე" იხეირა, შემდეგ "მესტალიაზე", ამჯერად კი "სან მამეს ბარიაზე".

ამავე ტურში, სეგუნდა დივიზიონში იმარჯვა "რეალ კასტილიამ", რომლის რიგებშიც თავი ხოსე როდრიგესმა გამოიჩინა. 19 წლის ფეხბურთელი მადრიდული კლუბის ქომაგისთვის უკვე საკმაოდ კარგად ნაცნობი ფიგურაა.

ხესე და ხოსე


ხოსემ და ხესემ ერთად ნაკრებშიც ითამაშეს - 19-წლამდელთა რიგებში მათ ევროპის ჩემპიონატზე იმარჯვეს. ამ ტურნირზე გაცილებით კარგად ხოსე გაისარჯა, ვინც 6 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, აი, ხესემ კი მინდორზე ფეხი მხოლოდ ერთხელ შედგა. მიუხედავად ამისა, დღეს ხესე უკვე ამომავალი ვარსკვლავია, ხოსე კი კვლავ "რეალის" დუბლებში ირჯება.

ხესე და ხოსე


დაველოდოთ, ალბათ, მალე მოვა დრო, როდესაც "რეალის" შემადგენლობაში მოედანზე ხესე როდრიგესი და ხოსე როდრიგესი გამოვლენ და გულშემატკივრებს გოლებით გაახარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (137)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი